2015-04-22

პორტუგალიური ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები

2015 წელს, პორტუგალიურენოვან ქვეყანათა თანამეგობრობა (CPLP) აღნიშნავს ენის საერთაშორისო დღეს. ვინაიდან 2014 წელს, საქართველოს მიენიჭა ზემოაღნიშნული თანამეგობრობის ასოცირებული დამკვირვებლის სტატუსი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული პორტუგალიური ენის ცენტრი, 4-10 მაისს, პორტუგალიური ენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მართავს კულტურულ ღონისძიებებს.

ღონისძიებები გაიმართება ინგლისურ ენაზე.

დასწრება თავისუფალია.

სამშაბათი 5 მაისი
18:00 |  საკონფერენციო ოთახი (თსუ, I კორპუსი, ოთახი 101)
ფილმის ჩვენება
“ჩვენი საყვარელი აგვისტოს თვე” (მიგელ გომეში, 2008)
პორტუგალიურად ინგლისური სუბტიტრებით
ვერა პეიშოტუს შესავალი სიტყვა (თსუ-ში პორტუგალიური ენის ცენტის დირექტორი)

ხუთშაბათი 7 მაისი
17:00 სააქტო დარბაზი (თსუ,I კორპუსი)
კონფერენცია (არაბული გავლენა პორტუგალიურ პოეზიაზე)
„ღარბ ალ-ანდალუსისა და ალგარვეს თანამედროვე პოეზია: სარკეების თამაში პორტუგალიურ ლიტერატურაში“
ჟუაო ვენტურა (იბერო-ატლანტიკური კულტურის ინსტიტუტის პრეზიდენტი, პორტიმაო, პორტუგალია)
მონაწილეობს ფოლკლორული ანსამბლი „ჩვენებურები“, საქართველო.
კონცერტი
„საუდადი/სევდა: შუასაუკუნეების ხმელთაშუაზღვისპირა  მუსიკა“ - ანსამბლი მედ
დანიელა ტომაჟი - ისტორიული ფლეიტები და „ადუფე“ (პორტუგალიური საკრავი)
დიდიე ფრანსუა - ნიკელარფა (nickelharpa)

ოფიციალური მიღება
შაბათი 9 მაისი
12:00 პორტუგალიური ენის ცენტრი (თსუ, II კორპუსი, ოთახი 203)
კონფერენცია (პორტუგალიური მუსიკა)
„პორტუგალიური ხელუხლებელი კულტურა და მემკვიდრეობა: ფადოსა და კანტეს ისტორიული პერსპექტივა“
დანიელა ტომაჟი (ლაგოსის მუსიკის აკადემიის სამხატვრო ხელმძღვანელი, პორტუგალია)

დამატებითი და განახლებული ინფორმაციისათვის, გთხოვთ ეწვიოთ facebook-ის გვერდს facebook.com/portugueseattsu ან დაუკავშირდეთ ვერა პეიშოტოს Vera.Peixoto@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე