14-15 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იხსნება XI საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია. იგი ჰუმანიტარული და კულტურულ- საგანმანათლებლო მიმართულების პროექტის “ურთიერთობათა და კონფლიქტების დარეგულირებისათვის“ ფარგლებში ტარდება.
კონფერენციის მიზანია:სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. კონფერენცია მრავალპროფილიანია, გათვალისწინებულია სხვადასხვა სპეციალობის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის, დოქტორანტურის განყოფილებისსტუდენტებისათვის. კონფერენციისათვის შერჩეულია 74 მოხსენება, საქართველოსა და სხვა ქვეყნების 11 სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან და იმუშავებს 10 სხვადასხვა სპეციალობის სექცია.