2011/2012 სასწავლო წლის ინგლისურენოვანი სასწავლო სტიპენდიების მოსაპოვებლად საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს მე–3, მე–4, მე–5 და მე–6
სემესტრის ბაკალავრიატის და მე–2 სემესტრის მაგისტრატურის სტუდენტებისთვის
საბაკალავრო სტიპენდიების ჩამონათვალი სასწავლო მიმართულებების მიხედვით:
ტარტუს უნივერსიტეტი
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და იურიდიული ფაკულტეტები
(www.ut.ee
)
ლატვიის უნივერსიტეტი
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტები
(www.lu.lv
)
ვილნიუსის უნივერსიტეტი
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის და იურიდიული ფაკულტეტები
(www.vu.lt
)
კომენიუსის უნივერსიტეტი ბრატისლავაში
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის და იურიდიული ფაკულტეტები
(www.uniba.sk
)
ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის და იურიდიული ფაკულტეტები.
(www.euv-frankfurt-o.de/en
)
სამაგისტრო სტიპენდიები სასწავლო მიმართულებების მიხედვით:
ვარშავის უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტები
(www.iro.uw.edu.pl
)
კონკურსი მიმდინარეობს ორ ეტაპად:
-
პირველი ეტაპი: ტესტირება ინგლისურ ენაში (B2 დონე)
ტესტი ინგლისურ ენაში ჩატარდება 2011 წლის 18 მარტს 15.00 სთ–ზე (მისამართი: საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის შენობა: უნივერსიტეტის ქ.№11)
ტესტირებაზე დამსწრე სტუდენტთა რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონული ფორმით.
რეგისტრაციისთვის თსუ ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სტუდენტმა 2011 წლის 15 მარტის ჩათვლით ინდივიდუალური ცხრილიდან უნდა გააგზავნოს განცხადება საგამოცდო ცენტრში (sms.tsu.ge-დან).
მეორე ეტაპზე გასულ კონკურსანტთა სია განთავსდება თსუ ვებ-გვერდზე.
მეორე ეტაპზე გასულმა კონკურსანტმა 2011 წლის 1 აპრილის 16:00 სთ-მდე საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში
(მისამართი : თსუ მე-2 კორპუსი, მე-2 სართული, ოთახი 237, ტელ: 25 02 12, საკონტაქტო პირი : ანი ჭელიშვილი) უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
-
ნიშნების ამონაწერი (GPA-ის მითითებით)
-
CV (ინგლისურ ენაზე)
-
მოტივაციის წერილი (ინგლისურ და ქართულ ენაზე, 3-3 ეგზემპლარი)
-
რეკომენდაციის წერილი (ინგლისურ ენაზე)
-
პასპორტის ასლი
-
2 ფოტო
-
პრიორიტეტების მიხედვით სასურველი უნივერსიტეტების ჩამონათვალი
-
ბაკალავრის დიპლომის ასლი (მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)