2015-09-01

სტაჟირების პროგრამა თსუ „საქართველოს სამეზობლოს კვლევების ინსტიტუტში“

თსუ „საქართველოს სამეზობლოს კვლევების ინსტიტუტი“ აცხადებს სტაჟიორების მიღებას ირანის დეპარტამენტში.

პროგრამა 3 თვიანი და დასრულდება სერტიფიკატების გაცემით.

საბუთების მიღება 28 სექტემბრის ჩათვლით.

პროგრამის მიზანია ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ მეტი ცოდნის მიღება და ინტენსიური მუშაობის საფუძველზე, სტუდენტის მომზადება მომავალი სამეცნიერო მუშაობისათვის.

დაინტერესებულმა სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს CV და სამოტივაციო წერილი.

საბუთების წარმოდგენა შეუძლიათ ირანის კვლევებით დაინტერესებულ ბაკალავრიატისა და მაგისტარატურის სტუდენტებს. მიღება მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

დამატებითი ინფორმაციისა და გამოსაგზავნი საბუთების შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის მოგვწერეთ: igns@tsu.ge ან მობრძანდით: თსუ, IV კორპუსი, ოთახი 104.

Print

« იხ. ყველა სიახლე