7-9 სექტემბერს თსუ კულტურის კვლევათა ინსტიტუტი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტის
„საქართველო: ტრავმა და ტრიუმფი დამოუკიდებლობის გზაზე“ (FR-18-3459) ფარგლებში, სამუშაო შეხვედრებს ატარებს.
სამუშაო სხდომების გარდა დაგეგმილია ორი ლექტია:
•
7 სექტემბერს, 17.00-18.00 საათზე - „შეხება პირადთან: საოჯახო ფილმები და ფოტოები თანამედროვე ხელოვნებასა და დოკუმენტურ ფილმებში“ - ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (ბუდაპეშტი) პროფესორი
ოქსანა სარქისოვა.
•
9 სექტემბერს, 17.00-18.00 საათზე „იდენტობის პოლიტიკა და ანტილიბერალური რეაქცია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში 1989 წლის შემდეგ: გენეალოგია და დისკურსული ნიმუშები“ -ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (ბუტაპეშტი) პროფესორი
ბალაშ ტრენშენი.
მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 202-ე აუდიტორია