ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი გიწვევთ აკადემიკოს სიმონ ყაუხჩიშვილის დაბადებიდან 120 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სტუდენტთა სამეცნიერო-შემოქმედებით კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო ფესტივალის – Tbilisi Science Fest-ის ფარგლებში.
სტუდენთა სამეცნიერო კონფერენციის თემატიკა:
ბერძნულ-რომაულ-ქართული ურთიერთობების აქტუალური პრობლემები
კონფერენციის ჩატარების თარიღი:
12 ნოემბერი, 2015.
გთხოვთ, კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ განაცხადი და თეზისები
2015 წლის 30 ოქტომბრამდე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამრთზე:
greekstudies@tsu.ge
კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება – 15 წუთი,
მსჯელობა – 10 წუთი.
განაცხადის ფორმა:
მომხსენებლის სახელი, გვარი;
სასწავლო სტატუსი;
მისამართი, ტელეფონი (მობილური), ელექტრონული ფოსტის მისამართი;
მოხსენების სათაური;
მეცნიერ-ხელმძღვანელის სახელი, გვარი, აკადემიური სტატუსი.
თეზისების გაფორმების წესი:
ფონტი: sylfaen
ფონტის ზომა: 12
ინტერვალი: 1,5
მოცულობა: მაქსიმუმ 250 სიტყვა
თეზისები განსახილველად გადაეცემა კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს. მოხსენების პროგრამაში ჩართვის თაობაზე გეცნობებათ
2015 წლის 2 ნოემბრამდე.
კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ღონისძიებაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები.
საკონტაქტო პირი: ეკატერინე კვირკველია
ტელ: +995 598 604667
ელ-ფოსტა:
greekstudies@tsu.ge