ბეჭდვა |/ დახურვა
 
2011-03-07

სტუდენტური საერთაშორისო გაცვლითი სემინარი ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტთან ერთად ქართველ სტუდენტებს სთავაზობს ორკვირიან გაცვლით იურიდიულ სემინარს.

სემინარი გაიმართება მიმდინარე წლის აგვისტოში. ერთი კვირა თბილისში, ხოლო მეორე კვირა კი ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერისიტეტში.

სემინარში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს, რომლებიც სათანადოდ ფლობენ გერმანულ ენას და აქვთ ინტერდისციპლინარულ ფორმატში მუშაობის უნარი.

განსაკუთრებით სასურველია იმ სტუდენტების მონაწილეობა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სისხლის სამართლით, გავლილი აქვთ სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, ასევე სისხლის სამართლის კერძო ნაწილი I და II.

საინფორმაციო შეხვედრა სემინართან დაკავშირებით გაიმართება მიმდინარე წლის 4 მარტს 16:00 საათზე, თსუ-ს II კორპუსში, აზერბაიჯანის ოთახში.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი CV (გერმანულ ენაზე) შემდეგ მისამართზე: berlin_tbilisi@yahoo.com

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: მიმდინარე წლის 9 მარტი (20:00 სთ.)

გასაუბრება კონკურსანტებთან შედგება 13 მარტს 12:00 საათზე, თსუ-ს II კორპუსში, მცირე საკონფერენციო დარბაზში, ოთახი 135.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
 
ნანა დოღონაძე - 8-93-544-544
გიორგი მუჯირი - 8-99-795-999

Print

« იხ. ყველა სიახლე