9-10 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ქართულ-გერმანული საერთაშორისო კონფერენცია სისხლის სამართალში.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორები, სისხლის სამართლის აღიარებული მეცნიერები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სხვადასხვა უნივერსიტეტიდან (ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი, მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტი, თიუბინგენის ებერჰარდ კარლის უნივერსიტეტი, იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტი, კიოლნის უნივერსიტეტი, ჰანოვერის უნივერსიტეტი).
კონფერენცია გაიხსნება 9 ოქტომბერს, 10:00 საათზე, უნივერსიტეტის I კორპუსში, 107-ე (ივანე ჯავახიშვილის) აუდიტორიაში.
8 ოქტომბერს, 19:00 საათზე საქართველოს უზენაეს სასამართლოში ტარდება გერმანელი სტუმრების მიღება, სადაც მოხდება ქართულ-გერმანული სისხლის სამართლის ელექტრონული ჟურნალის დაფუძნებასთან დაკავშირებით პროექტის პრეზენტაცია. აღნიშნული პროექტი ხორციელდება როგორც გერმანული მხარის, ისე თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის მხარდაჭერით.
იხილეთ
პროგრამა