2019-06-04
კონკურსი ზაარლანდის უნივერსიტეტის სადოქტორო კვლევითი სტიპენდიების მოსაპოვებლად
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსუ შვიდივე ფაკულტეტის აქტიური სტუდენტის სტატუსის მქონე დოქტორანტურის საფეხურის I, II, III, IV, V სემესტრის სტუდენტებს, რომლებიც მინიმუმ B2 დონეზე ფლობენ გერმანულ ენას (გერმანული ენის არცოდნის შემთხვევაში, გამონაკლისის სახით, კონკურსზე დაიშვებიან მხოლოდ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისურენოვანი დოქტორანტები).
• სტიპენდიის ხანგრძლივობა: ორი კვირა;
• მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი;
• სტიპენდიის მოცულობა: 200 ევრო და უფასო საერთო საცხოვრებელი.
სტიპენდიანტთა შესარჩევი პროცესი:
• დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
• შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (ზაარლანდის უნივერსიტეტი)
დაინტერესებულმა სტუდენტებმა ა/წ
14 ივნისის 12:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე:
outgoingmobility@tsu.ge
სააპლიკაციო დოკუმენტების ჩამონათვალი:
• პასპორტის ასლი;
• CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ /გერმანულ ენაზე);
• ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული);
• ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, GPA-ის მითითებით);
• მოტივაციის წერილი (გერმანულ ან ინგლისურ ენაზე);
• საკვლევი გეგმის მოკლე მონახაზი (გერმანულ ან ინგლისურ ენაზე);
• ერთი რეკომენდაცია (გერმანულ ან ინგლისურ ენაზე);
• გერმანული ან ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების შედეგი/ცნობა - 2018 წლის 9 ოქტომბერი ან 2019 წლის 13 მარტი ან თსუ დოქტორანტურის მისაღები გამოცდის შედეგი (უკანასკნელი 2 წელი; მინიმალური ქულა 71) ან უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული საერთაშორისო სერთიფიკატი (B2) დონე);
• დაინტერესების წერილი (Letter of Interest) მასპინძელი უნივერსიტეტიდან (ოფიციალური წერილი სავალდებულო არ არის, საკმარისია მეილით მიღებული თანხმობა/დაინტერესება მასპინძელი უნივერსიტეტიდან);
• მაგისტრის დიპლომი და დიპლომის დანართი.
დამატებითი ინფორმაცია:
- შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ საერთაშორისო მგზავრობისა და სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები.
- დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით:
outgoingmobility@tsu.ge.
« იხ. ყველა სიახლე