2015-04-01

მევლანას გაცვლითი პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპი

თსუ ბაკალავრიატის მე-3, მე-4, მე-5, მე-6 სემესტრის,  მაგისტრატურის მე-2 სემესტრის, დოქტორანტურის სტუდენტებსა და  სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორებს, რომელთაც სურთ მევლანას გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება  ვთხოვთ, ა/წ  7 -16 აპრილს, 16.00 საათამდე  თსუ-ს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში წამოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

სტუდენტებმა:
  • ცნობა სტუდენტის  სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე) -2 ცალი
  • ამონაწერი სტუდენტის ბარათიდან (GPA მითითებით) - Transcript of records  (ინგლისურ ენაზე) - 2 ცალი
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა №1, რომელზეც განთავსებული იქნება    ფოტოსურათი -  2 ცალი
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა №2, რომელზეც განთავსებული იქნება ფოტოსურათი -  2 ცალი
  • სასწავლო ხელშეკრულება ხელმოწერილი შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის სამსახურისა და აპლიკანტის მიერ -  2 ცალი
  • CV (ევროპასის ფორმატში)-2 ცალი
პროფესორ-მასწავლებლებმა:
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა №1 -  2 ცალი
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა №2 -  2 ცალი
CV (ევროპასის ფორმატში, შესაბამის სფეროში გამოქვეყნებული პუბლიკაციების, პროექტების/გრანტების მითთებით) - 2 ცალი
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული

P. S. გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ  ბაკალავრიატის მინიმუმ  2.5  GPA   და მაგისტრატურის/დოქტორანტურის მინიმუმ 3 GPA მქონე სტუდენტებს.

რეგისტრაციის გასავლელად მიმართეთ პროფესორ ელისაბედ ბჟალავას
თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი
ი.ჭავჭავაძის 1, თსუ პირველი კორპუსი, ოთახი 121
e-mail: mevlana@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე