თსუ ბაკალავრიატის მე-3, მე-4, მე-5, მე-6 სემესტრის, მაგისტრატურის მე-2 სემესტრის, დოქტორანტურის სტუდენტებსა და სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორებს, რომელთაც სურთ მევლანას გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება ვთხოვთ, ა/წ
7 -16 აპრილს, 16.00 საათამდე თსუ-ს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში წამოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
სტუდენტებმა:
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე) -2 ცალი
- ამონაწერი სტუდენტის ბარათიდან (GPA მითითებით) - Transcript of records (ინგლისურ ენაზე) - 2 ცალი
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა №1, რომელზეც განთავსებული იქნება ფოტოსურათი - 2 ცალი
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა №2, რომელზეც განთავსებული იქნება ფოტოსურათი - 2 ცალი
- სასწავლო ხელშეკრულება ხელმოწერილი შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის სამსახურისა და აპლიკანტის მიერ - 2 ცალი
- CV (ევროპასის ფორმატში)-2 ცალი
პროფესორ-მასწავლებლებმა:
CV (ევროპასის ფორმატში, შესაბამის სფეროში გამოქვეყნებული პუბლიკაციების, პროექტების/გრანტების მითთებით) - 2 ცალი
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ
ბმული
P. S. გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის მინიმუმ 2.5 GPA და მაგისტრატურის/დოქტორანტურის მინიმუმ 3 GPA მქონე სტუდენტებს.
რეგისტრაციის გასავლელად მიმართეთ პროფესორ ელისაბედ ბჟალავას
თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი
ი.ჭავჭავაძის 1, თსუ პირველი კორპუსი, ოთახი 121
e-mail:
mevlana@tsu.ge