-
შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლების მქონე პირი
ა) თსუ-ს ბაკალავრიატში, ვაკანტურ ადგილებზე, მობილობის წესით ფაკულტეტის შეცვლის უფლებას მოიპოვებენ სტუდენტები, რომელთაც ჩაბარებული აქვთ ერთიანი ეროვნული გამოცდები.
ბ) თსუ-ს მაგისტრატურაში, ვაკანტურ ადგილებზე, მობილობის წესით სამაგისტრო პროგრამის შეცვლის უფლებას მოიპოვებენ მაგისტრანტები, რომელთაც ჩაბარებული აქვთ საერთო სამაგისტრო გამოცდა.
გ) ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტები შიდა მობილობით ფაკულტეტის/სამაგისტრო პროგრამის შეცვლის უფლებას მოიპოვებენ ვაკანტური ადგილების გადაჭარბებით.
დ) შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება აქვთ ამ პუნქტის “ა” - “გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებს, რომლებსაც შიდა მობილობის გამოცხადების მომენტისათვის შეჩერებული აქვთ სტუდენტის სტატუსი.
-
შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვა
შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლების ერთი სემესტრის შემდეგ. სწავლების პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაში პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი.
-
შიდა მობილობაში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ წარსადგენი საბუთების ნუსხა:
1. განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე;
2. ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან;
3. ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო სერტიფიკატის ასლი (დამოწმებული ფაკულტეტის ბეჭდით);
4. პირადობის მოწმობის ასლი.
-
შიდა მობილობაში მონაწილეობის მსურველ პირთა განაცხადების მიღება:
შიდა მობილობაში მონაწილეობის მსურველ სტუდენტთა განცხადებები მიიღება იმ ფაკულტეტის კანცელარიაში, სადაც სტუდენტს სურს გადასვლა.
ა) ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის
ა.ა. საბუთების მიღება ფაკულტეტებზე -7 - 11 თებერვალი;
ა.ბ. სტუდენტთა კრედიტების აღიარება - 10 - 14 თებერვალი;
ა.გ. სტუდენტთათვის აღაირებული კრედიტების გაცნობა - 15 თებერვალი;
ა.დ. საბოლოო შედეგების გამოცხადება - 16 თებერვალი;
ა.ე. ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 17 თებერვალი.
ბ) დოქტორანტებისათვის
ბ.ა. გასაუბრება სპეციალობაში _ 15 თებერვალი;
ბ.ბ. საბოლოო შედეგების გამოცხადება _ 16 თებერვალი;
ბ.გ. ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება _ 17 თებერვალი.
შიდა მობილობისათვის ვაკანტური ადგილები ფაკულტეტების/სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების მიხედვით განისაზღვრება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 14 იანვრის №07/01-01 ბრძანებით.
-
ფაკულტეტზე/სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვა
ფაკულტეტზე/სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას მოიპოვებენ ვაკანტური ადგილების შესაბამისი რაოდენობის სტუდენტები, რომელთა ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგები აღემატება მობილობის სხვა მსურველთა შესაბამის შედეგებს.
შიდა მობილობის პროცესში სტუდენტის კრედიტების აღიარება ხდება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 25 ივნისის “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის ფარგლებში გადმოსულ და აღდგენილ სტუდენტთა კრედიტების აღიარების წესის” დამტკიცების შესახებ №57/2010 დადგენილების შესაბამისად.
-
შიდა მობილობაში მონაწილეობის მიღება სტუდენტს არ უზღუდავს გარე მობილობაში მონაწილეობის უფლებას.