კონკურსი ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ოსლოს უნივერსიტეტში (ნორვეგია)
ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ოსლოს უნივერსიტეტში (ნორვეგია).
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პერსონალს სკანდინავიური ფილოლოგიისა და სკანდინავისტიკის მიმართულებებიდან.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2019 წლის 10 ივნისის 16.00 საათამდე უნდა გადმოგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
outgoingmobility@tsu.ge!!!
სტიპენდიანტთა შესარჩევი კონკურსი:
- სააპლიკაციო დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
- გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ოსლოს უნივერსიტეტი)
- საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)
- სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
- პასპორტის ასლი
- ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე)
- CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ან ნორვეგიულ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
- ნორვეგიული ან ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
- ფაკულტეტის დეკანის სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე; ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
- შევსებული სამუშაო გეგმა (ინგლისურ ენაზე; ერაზმუს+ ინსტიტუციური კოორდინატორის, თეა გერგედავას ხელმოწერით და უნივერსიტეტის ბეჭდით დამოწმებული): დანართი 1.
სტიპენდიის სავარაუდო ხანგრძლივობა:
10 დღე (2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი).
სტიპენდია მოიცავს:
- დღიური სტიპენდია დაბინავებისა და კვების ხარჯების დასაფარად, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება;
- შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ საერთაშორისო სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები.
დამატებითი ინფორმაცია:
- დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
- დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge;
- გასაუბრებების თარიღი და დრო ინდივიდუალურად გაეგზავნება ყველა აპლიკანტს განაცხადში მითითებული ელ.ფოსტის საშუალებით.
« იხ. ყველა სიახლე