საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-9 ნაკადს. სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, სტაჟიორობის კანდიდატმა ა.წ.
5 ოქტომბრამდე განაცხადოს წერილობითი თანხმობა სტაჟირების კონკრეტულ ნაკადში მონაწილეობის თაობაზე შესაბამის უნივერსიტეტში.
თსუ-ს მეორე კორპუსში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო წელს რეგისტრაცია ელექტრონულად მოხდება. გთხოვთ, ჩამოტვირთოთ დართული ფაილები, შეავსოთ და გაგზავნოთ ელ. ფოსტის მისამართზე:
career@tsu.ge
უნდა შეავსოთ ორი დოკუმენტი:
1.
დანართი 1 (ამ დოკუმენტს სჭირდება ხელმოწერა, ამიტომ ამობეჭდეთ, მოაწერეთ ხელი და გამოგზავნეთ ან დასკანერებული, ან მისი ფოტო)
2.
დანართი 2 (მხოლოდ ელექტრონულად შევსებული. შეავსეთ ყველა ველი)
საგნის ველში უნდა მიუთითოთ "სახელმწიფო სტაჟირება"
სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელია:
1.იყოთ ბაკალავრიატის 7-ე ან 8-ე სემესტრის (დახურული უნდა გქონდეთ 6 სემესტრი) ან მაგისტრატურისა და დოქტორანტურის ნებისმიერი სემესტრის სტუდენტი.
2.აკადემიური მოსწრება: მინიმუმ GPA 3 ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკული მინიმუმ „B" (81-90%) - ძალიან კარგი;
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ კურსდამთავრებულებსაც (ნებისმიერი საფეხურის), რომელთა მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის 2 წელიწადზე მეტი. აკადემიური მოსწრების მოთხოვნა იგივეა.
კურსდამთავრებულებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მას, ვინც ოფიციალურად რეგისტრირებულია არა თბილისში, არამედ რეგიონში, სტაჟირების ადგილის არჩევისას გაეხსნება მხოლოდ საკუთარი რეგიონის დაწესებულებები.
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ პირობებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ვებგვერდზე:
http://stajireba.gov.ge/ და დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდეთ სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ცხელ ხაზს: (+995 32) 2197755.
თანხმობის განაცხადისა და მონაცემების გამოგზავნის ბოლო ვადაა
5 ოქტომბერი.
სტაჟირებაზე რეგისტრაცია (სტაჟირების ადგილის არჩევა) დაიწყება
30 ოქტომბერს.