ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-10-02

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ტექსტისა და დისკურსის ანალიზის თეორია და პრაქტიკა“

14-16 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის გერმანული ფილოლოგიის დეპარტამენტი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „ტექსტისა და დისკურსის ანალიზის თეორია და პრაქტიკა“ გამართავს.

კონფერენცია 14 ოქტომბერს, 10.00 საათზე გაიხსნება და დასრულდება 16 ოქტომბერს დოქტორანტების სამეცნიერო ფორუმით.

კონფერენცია ეძღვნება პროფესორ ლალი ქეცბა-ხუნდაძის 70 წლის იუბილეს და ტარდება თსუ-სა და დიუსელდორფის ჰაინრიჰ ჰაინეს უნივერსიტეტს შორის არსებული გერმანისტული ინსტიტუტთაშორისი პარტნიორობისა და გერმანული აკადემიური გაცვლის სამსახურის ყოფილ სტიპენდიატთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, გერმანიის საგარეო საქმეთა უწყების ფინანსური მხარდაჭერით.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ. 1 , თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია


Print

« იხ. ყველა სიახლე