ბეჭდვა |/ დახურვა |
ცხადდება კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის მოკლევადიანი სტიპენდიების მოსაპოვებლა დ ტუშას უნივერსიტეტში (იტალია).
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს შემდეგი მიმართულებებიდან: ისტორია, უცხოური ენები, მედია, ჟურნალისტიკა, კვების პროდუქტების ბიოტექნოლოგია.
განაცხადის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ იმ პროფესორებს/ლექტორებს, რომლებსაც აქამდე არ უსარგებლიათ ერაზმუსის სტიპენდიით ტუშას უნივერსიტეტში.
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი;
ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე);
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე);
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე);
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ფაკულტეტის დეკანის სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული);
შევსებული სამუშაო გეგმა (ერაზმუს+ ინსტიტუციური კოორდინატორის - თეა გერგედავას ხელმოწერით დამოწმებული)
დაინტერესების წერილი მასპინძელი უნივერსიტეტიდან (საკონტაქტო პირები: ანჯელა ფატორეტი: fattoretti@unitus.it, სონია მელქიორე: melchiorresmr@unitus.it (ენები, მედია, ჟურნალისტიკა), ნიკოლო მერენდინო: merendin@unitus.it (კვების პროდუქტების ბიოტექნოლოგია)).
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2019 წლის 7 მაისის 11:00 საათამდე უ ნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში; თითოეული დოკუმენტი დაასკანერეთ ცალ-ცალკე და დაარქვით შესაბამისი სახელი ინგლისურად) შემდეგ ელ.ფოსტაზე: outgoingmobility@tsu.ge
სტიპენდია მოიცავს:
დღიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება (ლიმიტი 360 ევრო).
სტიპენდიის ხანგრძლივობა:
10 დღე (მგზავრობის დღეების ჩათვლით, 2019 წლის მაისის ბოლო ორი კვირა).
შენიშვნა:
დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
შერჩეულმა სტიპენდინატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები!
სავალდებულოა 8 საათიანი სალექციო დატვირთვა!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ.ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge