2019 წლის 9-13 სექტემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით თსუ-ში საერთაშორისო მულტიდისციპლინურ კომბინირებულ ღონისძიება: „ლანდშაფტური მეცნიერებების აქტუალური პრობლემები: გარემო, საზოგადოება, პოლიტიკა“, ჩატარდება. ღონისძიება დიალოგის, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისათვის პლატფორმის შექმნას გულისხმობს. ღონისძიება აღიარებს ევროპის ლანდშაფტების კონვენციაში გაცხადებულ იდეალებსა და ღირებულებებს და მოიცავს კონფერენციას და სეზონურ სკოლას.
კონფერენციის ფარგლებში ჩატარდება პლენარული და სექციური სხდომები. ორგანიზებული იქნება „მრგვალი მაგიდა“ სადისკუსიოდ; მოეწყობა ფოტოგამოფენა თემაზე „საქართველოს ლანდშაფტები“ და ასევე საველე-საექსკურსიო გასვლა ქ. მცხეთაში, რომლის ისტორიული ძეგლები შესულია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში.
კონფერენცია მულტიდისციპლინურია და აერთიანებს როგორც საბუნებისმეტყველო, ასევე საზოგადოებრივ, ჰუმანიტარულ და გამოყენებით მიმართულებებს. კონფერენციაზე წარმოდგენილ მოხსენებათა აბსტრაქტები განთავსდება ღონისძიების ვებგვერდზე. აქვე განთავსდება ასევე სტატიები, რომელიც გამოიცემა „საკონფერენციო შრომათა კრებულის“ სახით. კონფერენციაზე გამოვლენილი საუკეთესო ახალგაზრდა მომხსენებლები დაჯილდოვდებიან სერტიფიკატებით.
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის, სარეგისტრაციო გადასახადის, მოხსენების აბსტრაქტის და სრული სტატიის მომზადების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ღონისძიების ვებგვერდზე.
სეზონური სკოლის ფარგლებში ჩატარდება ლექციები და მოეწყობა ერთ დღიანი საველე სემინარი ყაზბეგში. სეზონური სკოლა გამიზნულია ახალგაზრდა მკვლევარებისთვის, დოქტორანტების, მაგისტრატურისა თუ ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. ქართველი მსმენელისათვის სეზონურ სკოლაში მონაწილეობა უფასოა. სეზონური სკოლის ლექციებზე დასწრება ასევე შეუძლიათ კონფერენციის მონაწილეებსაც, ხოლო ყაზბეგში საველე სემინარში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ სეზონური სკოლის დარეგისტრირებული მონაწილეები.
ფოტოგამოფენაში მონაწილეობის მსურველები დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ღონისძიების ვებგვერდს.
სეზონური სკოლის მონაწილეები დაჯილდოვდებიან სერტიფიკატებით.
აბსტრაქტის წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 20 მარტი
სტატიის წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 15 მაისი
სარეგისტრაციო თანხის გადახდის ბოლო ვადა: 2019 წლის 15 მაისი
სეზონურ სკოლაში მონაწილეობისთვის რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2019 წლის 5 მაისი
ფოტოგამოფენაში მონაწილეობისთვის ფოტოების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 16 აპრილი
ღონისძიების სამუშო ენა: ინგლისური.
კონტაქტი: ტელ: 00 (995) 593 23 01 79; ელ.ფოსტა: landscape@tsu.ge
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, 0179, თბილისი, საქართველო