2015-10-26

ანდრეა ლე მოლის ლექციები თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქ. პალერმოს (იტალია) უნივერსიტეტის პროფესორი ანდრეა ლე მოლი (Andrea Le Moli) პლატონიზმის თემებზე ღია დისკუსიით მოხსენება-სემინარებს ჩაატარებს . 

მოხსენება-სემინარების თემები:
1)  პლატონის მეტა-ფიზიკა: ხატის ონტოლოგია “ტიმაიოსში” [Plato’s Physics of Meta. The Ontology of the Image in the Timaeus] - 4 ნოემბერი, ოთხშაბათი, 16.00; 

2)  მატერიის თეორია ნუმენიოს აპამეელთან? [A Theory of Matter in Numenius Apamea?] - 6 ნოემბერი, პარასკევი, 16.00; 

3)  ნეგატიური თეოლოგია და ლათინური ტრადიცია გვიანანტიკურ პლატონიზმში: ქალკიდიუსის შემთხვევა [Theologia Negativa and Latin Tradition in Late-Ancient Platonism: The Calcidius’ Case] - 7 ნოემბერი, შაბათი, 14.00;

4)  ხატი და ასლი პლატონიზმის ფრანგულ დეკონსტრუქციაში [Image and Copy in French Deconstruction of Platonism] - 9 ნოემბერი, ორშაბათი, 16.00;

მოხსენებები ჩატარდება ინგლისურ ენაზე. მსურველებს დაურიგდებათ მოხსენებების ტექსტების ქართული თარგმანი.

მისამართი: თსუ VIII კორპუსი, II სართული, 220-ე აუდიტორია, ნეოგრეცისტების ბიბლიოთეკა. 
Print

« იხ. ყველა სიახლე