2015-10-26
ანდრეა ლე მოლის ლექციები თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქ. პალერმოს (იტალია) უნივერსიტეტის პროფესორი ანდრეა ლე მოლი (Andrea Le Moli) პლატონიზმის თემებზე ღია დისკუსიით მოხსენება-სემინარებს ჩაატარებს .
მოხსენება-სემინარების თემები:
1) პლატონის მეტა-ფიზიკა: ხატის ონტოლოგია “ტიმაიოსში” [Plato’s Physics of Meta. The Ontology of the Image in the Timaeus] -
4 ნოემბერი, ოთხშაბათი, 16.00;
2) მატერიის თეორია ნუმენიოს აპამეელთან? [A Theory of Matter in Numenius Apamea?] -
6 ნოემბერი, პარასკევი, 16.00;
3) ნეგატიური თეოლოგია და ლათინური ტრადიცია გვიანანტიკურ პლატონიზმში: ქალკიდიუსის შემთხვევა [Theologia Negativa and Latin Tradition in Late-Ancient Platonism: The Calcidius’ Case] -
7 ნოემბერი, შაბათი, 14.00;
4) ხატი და ასლი პლატონიზმის ფრანგულ დეკონსტრუქციაში [Image and Copy in French Deconstruction of Platonism] -
9 ნოემბერი, ორშაბათი, 16.00;
მოხსენებები ჩატარდება ინგლისურ ენაზე. მსურველებს დაურიგდებათ მოხსენებების ტექსტების ქართული თარგმანი.
მისამართი: თსუ VIII კორპუსი, II სართული, 220-ე აუდიტორია, ნეოგრეცისტების ბიბლიოთეკა.
« იხ. ყველა სიახლე