ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-02-24

სკოლის მოსწავლეების საყურადღებოდ

თსუ საბავშვო უნივერსიტეტის "ნორჩი ეკონომისტის" სკოლის მოსწავლეებს და მათ, ვისაც სურვილი აქვს მოისმინოს საინტერესო ლექციები ეკონომიკაში, ვატყობინებთ, რომ თსუ "ნორჩი ეკონომისტის" სკოლამ მუშაობა განაახლა. დაიწყო ახალი სალექციო კურსი, რომელიც მოიცავს ეკონომიკისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების აქტუალურ საკითხებს.

ამ სალექციო კურსის მოსმენის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია 28 თებერვალს, 12.00 საათზე თსუ  X (მაღლივი) კორპუსის 206 აუდიტორიაში. ლექციებზე დასწრება უფასოა.

ინფორმაციისათვის მოგვმართეთ: 2 30 35 61, 577 97 02 80;
"ნორჩი ეკონომისტის" სკოლის  კურატორი, მარი უკლება.

Print

« იხ. ყველა სიახლე