2015 წლის 14 აპრილს გაიმართება ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს.
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილი მოხსენებები უნდა ეხებოდეს ქართული სალიტერატურო ენის ფონეტიკის, მორფოლოგიის, სინტაქსისა და პრაგმატიკა/სემანტიკის საკითხებს.
საორგანიზაციო კომიტეტი კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად შეარჩევს საუკეთესო მოხსენებებს. კონფერენციის მონაწილეები დაჯილდოვდებიან საჩუქრებითა და მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატებით. ვრცელი სტატიები გამოქვეყნდება ფაკულტეტის ვებგერდზე.
კონფერენციაში მონაწილეობის პირობები:
პირველ ეტაპზე კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გადმოაგზავნონ მოხსენების აბსტრაქტი არაუმეტეს 500 სიტყვისა. ნაშრომი არ უნდა იყოს რეფერატული ხასიათის და მასში წარმოდგენილი უნდა იყოს ავტორისეული კვლევა, ავტორის მიზანი, კვლევის მეთოდები, ავტორის პოზიცია, კვლევის სიახლე და მიღებული შედეგები. აბსტრაქტს ბოლოში უნდა ახლდეს გამოყენებული ლიტერატურის სია. მეორე ეტაპზე გადასულმა მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ ვრცელი მოხსენებები არაუმეტეს 1800 სიტყვისა.
მნიშვნელოვანი თარიღები:
მოხსენებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2014 წლის 1 აპრილი. მოხსენებების ავტორებს კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებათ 2014 წლის 8 აპრილს. ვრცელი სტატიების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2014 წლის 20 აპრილი.
მოხსენებები უნდა გადაიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
giuli.shabashvili@tsu.ge
საკონტაქტო ინფორმაცია:
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
გიული შაბაშვილი, ასოცირებული პროფესორი. ტელ.: 599 72 88 73, ელ.ფოსტა:
giuli.shabashvili@tsu.ge
კონფერენციის ორგანიზატორი:
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის ინსტიტუტი.