2015-04-20

გერმანიის ბუნდესტაგის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია

გერმანიის ბუნდესტაგი ბერლინის სამ უნივერსიტეტთან ერთად საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის პროგრამის (IPS) ფარგლებში პოლიტიკური საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს მსოფლიოს 28 ქვეყნიდან აძლევს იშვიათ შესაძლებლობას, უშუალოდ გაეცნონ გერმანიაში პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესებს. დღემდე ამ პროგრამაში 2.200-მა სტიპენდიატმა მიიღო მონაწილეობა, აქენდან ბოლო წლებში 55 ახალგაზრდაზე მეტმა საქართველოდან.

პროგრამა განკუთვნილია უმაღლესი განათლების მქონე პოლიტიკით დაინტერესებულ ახალგაზრდებზე, რომლებსაც სურთ თავიანთ სამშობლოში დემოკრატიული ფასეულობებისათვის იღვაწონ. პროგრამა გრძელდება 2016 წლის 1 მარტიდან 1 ივლისამდე. მის ფარგლებში სტიპენდიატები 15 კვირის განმავლობაში მუშაობენ ბუნდესტაგის ერთ-ერთი დეპუტატის ოფისში.

პროგრამის ფარგლებში გერმანიის ბუნდესტაგი გაიღებს მგზავრობის, ბინის, დაზღვევისა და ყოველთვიური სტიპენდიის ხარჯებს. პროგრამის მიზანია, სტიპენდიატებისათვის თვალსაჩინო გახადოს პოლიტიკური ცხოვრება და დემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესი. აღნიშნული სტიპენდია ბრწყინვალე შესაძლებლობაა დამატებითი კვალიფიკაციის მიღებისათვის და იგი სამშობლოში დაბრუნებული სტიპენდიატების კარიერის შანსებს მნიშვნელოვნად ზრდის. გასული წლების მსგავსად 2016 წლისთვისაც საქართველოსათვის გათვალისწინებულია დაახლოებით ხუთი სტიპენდია.

საგანაცხადო საბუთები მიიღება 2016 წლის 30 ივნისამდე ელექტრონულად მისამართზე ips@tifl.diplo.de.
დანართის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 18 მეგაბაიტს.

დამატებითი ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ გერმანიის პარლამენტის საიტზე: www.bundestag.de/ips
ან გერმანიის საელჩოს შემდეგ ვებ-გვერდზე:
www.tiflis.diplo.de/Vertretung/tiflis/de/06/Aktuelle__Ausschreibungen__Stipendien/0Ausschreibungen__Stipendien.html


იხილეთ დანართი





Print

« იხ. ყველა სიახლე