2015-10-23

თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს თსუ-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად.

აკადემიური პერსონალის სტიპენდიების ჩამონათვალი  მიმართულებების მიხედვით:
ტარტუს უნივერსიტეტი (ესტონეთი)
http://www.ut.ee/en
სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, იურიდიული
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი (გერმანია)
https://www.europa-uni.de/en/index.html
ჰუმანიტარული მეცნიერებები, ბიზნესის ადმინისტრირება, იურიდიული
მობილობის ხანგრძლივობა: 30 დღე
 ოსტფოლდის საუნივერსიტეტო კოლეჯი (ნორვეგია)
http://www.hiof.no/english
სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ბიზნესის ადმინისტრირება, კულტურის კვლევები
მობილობის ხანგრძლივობა: 10 დღე
ლატვიის უნივერსიტეტი (ლატვია)
http://www.lu.lv/eng/
ეკონომიკა და ბიზნესი, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები
მობილობის ხანგრძლივობა: 7 დღე
კილის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (გერმანია)
https://www.fh-kiel.de/
ბიზნესის ადმინისტრირება, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია
მობილობის ხანგრძლივობა: 5 დღე
 იუსტუს-ლიბიგის გისენის უნივერსიტეტი (გერმანია)
http://www.uni-giessen.de/cms/welcome
ბიოლოგია, გამოყენებითი ბიომეცნიერებები, გარემოს მდგრადი განვითარება, გარემოს დაცვა
მობილობის ხანგრძლივობა: 12 დღე
კორუნას უნივერსიტეტი (ესპანეთი)
https://www.udc.es/index.html?language=en
იურიდიული, სოციოლოგია, გარემოს დაცვა
მობილობის ხანგრძლივობა: 5 დღე
 ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი (ბელგია)
http://www.uclouvain.be/index.html
ფილოსოფია, საჯარო პოლიტიკა, ქართველური ენათმეცნიერება, იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება, საქართველოს ისტორია და წყაროთმცოდნეობა
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა

ადმინისტრაციული პერსონალის სტიპენდიების ჩამონათვალი მიმართულებების მიხედვით:
ტარტუს უნივერსიტეტი (ესტონეთი)
http://www.ut.ee/en
ცენტრალური ადმინისტრაცია/ფაკულტეტების ადმინისტრაცია
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი (გერმანია)
https://www.europa-uni.de/en/index.html
ცენტრალური ადმინისტრაცია/ფაკულტეტების ადმინისტრაცია
მობილობის ხანგრძლივობა: 5 დღე
ოსტფოლდის საუნივერსიტეტო კოლეჯი (ნორვეგია)
http://www.hiof.no/english
საგარეო ურთიერთობები, საზოგადოებასთან ურთიერთობა, სასწავლო პროცესის მართვა
მობილობის ხანგრძლივობა: 10 დღე
კილის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (გერმანია)
https://www.fh-kiel.de/
ცენტრალური ადმინისტრაცია/ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტების ადმინისტრაცია
მობილობის ხანგრძლივობა: 5 დღე
იუსტუს-ლიბიგის გისენის უნივერსიტეტი (გერმანია)
http://www.uni-giessen.de/cms/welcome
მობილობის ხანგრძლივობა: 12 დღე
ცენტრალური ადმინისტრაცია/ფაკულტეტების ადმინისტრაცია
კორუნას უნივერსიტეტი (ესპანეთი)
https://www.udc.es/index.html?language=en
იურიდიული, სოციოლოგია, გარემოს დაცვა
მობილობის ხანგრძლივობა: 5 დღე
ცენტრალური ადმინისტრაცია/ფაკულტეტების ადმინისტრაცია
- რომის საპიენცას უნივერსიტეტი (იტალია)
http://www.uniroma1.it/
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
ცენტრალური ადმინისტრაცია


კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ა/წ 10 ნოემბრის 18 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე (სათაურში მიუთითეთ სახელი და გვარი და სასურველი ევროპული უნივერსიტეტი): erasmusplus@tsu.ge

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

პასპორტის ასლი
ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
შევსებული სამუშაო გეგმა - დანართი 1
წინასწარი თანხმობა მიღებაზე (pre-acceptance) მასპინძელი უნივერსიტეტიდან (ოფიციალური წერილი სავალდებულო არ არის, საკმარისია მეილით მიღებული თანხმობა)

სტიპენდია მოიცავს:

დღიურ სტიპენდიას + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურებას

შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!

შესარჩევი პროცესი:

ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში ენის ინსტიტუციონალური ტესტირება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
სტიპენდიატთა საბოლოო შერჩევა (მასპინძელი უნივერსიტეტი)


წერით ეტაპზე (ენის ტესტი) დარეგისტრირება იწარმოებს ელექტრონულად.
მონაწილეობის მსურველებმა არაუგვიანეს ა/წ 13 ოქტომბრის 18 საათისა უნდა გააგზავნონ ცნობა სამსახურიდან (ქართულ ენაზე) შემდეგ ელ-ფოსტაზე (სათაურში მიუთითეთ სახელი და გვარი და სასურველი ენა: ინგლისური, გერმანული, იტალიური ან ესპანური):examcenter@tsu.ge


ტესტირება გაიმართება 2015 წლის 15 ოქტომბერს 14:30-ზე საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში (უნივერსიტეტის ქ. №11).
აუცილებლად იქონიეთ თან პირადობის მოწმობა!

შენიშვნა: დაგვიანებული განცხადება არ მიიღება!
შესაძლოა, შეიცვალოს უნივერსიტეტების ჩამონათვალი!

Print

« იხ. ყველა სიახლე