2015 წლის 2 ოქტომბერს, 14 საათზე თსუ-ს სამეცნიერო ცენტრი „მსოფლიო კულტურათა რელიგიური საფუძვლები და ურთიერთობები“ (ცენტრი დაარსებულია საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მითითებით, საქართველოს უზენაესი საბჭოს მუდმივმოქმედი სოციალურ-ჰუმანიტარული კომისიის დადგენილებით და ფუნქციონირებს თსუ-ში საზოგადოებრივ საწყისებზე რექტორატის ბრძანებით. საქართველოს პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა -კურთხევით, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უშუალო რეკომენდაციით და შუამდგომლობით) აწყობს ღონისძიებას - საერთაშორისო კონფერენციის „თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობა საქართველოს და მსოფლიოს თვალთახედვით" პრეზენტაციას, საქართველოს დამოუკიდებლობის, ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ცხოვრება-მოღვაწეობის ამსახველი მასალების ფოტოგამოფენას, კულტურულ-საგანმნათლებლო ბეჭდური მასალების-წიგნების, ბროშურების, გაზეთების ჟურნალების და სხვ. გამოფენას. გარდა ზემოხსენებული ცენტრისა, აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს უზენაესი საბჭოს ეროვნებათაშორისი ურთიერთობების კომისია, არასამთავრობო ორგანიზაცია - საქართველოს სოციოლოგიური საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაცია მერაბ კოსტავას სახელობის კულტურის, განათლების და ტურიზმის განვითარების საერთაშორისო ფონდი, არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციები - "ნიდერლანდებში ზვიად გამსახურდიასსაზოგადოება", “ადამიანისუფლებათადაცვის საქართველოს საერთაშორისო საზოგადოების საქართველოს ეროვნული სექცია (IGFM-ISHR) , არასამთავრობო ორგანიზაცია „დიგიტალიზაცია და ანალიზი“-ს ცენტრი.
ღონისძიება ეძღვნება საქართველო სდამოუკიდებლობის, ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას დაბადების და მუზეუმების საერთაშორისო დღეს. აღნიშნული კონფერენცია შემუშავებულია თსუ-ს ცენტრის „მსოფლიო კულტურათა რელიგიური საფუძვლები და ურთიერთობები„-ს მსოფლმხედველობრივ ბაზაზე და წარმოადგენს ამავე ცენტრის ფართომასშტაბიანი, საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტის „საქართველო მსოფლიოს და მსოფლიო საქართველოს თვალთახედვით“ შემადგენელ ნაწილს.
ღონისძიების დევიზია საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსხახურდიას ცნობილი სიტყვები „ჩვენ ისე დავამარცხებთ ჩვენ მტერს, რომ მათ ჩვენთან ერთად გაიმარჯვონ“. ღონისძიება ეფუძნება საქართველოს პატრიარქის ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლეში გამოთქმულ წინადადებას საქართველოს ისტორიის იდეოლოგიური მოსაზრებით დამახინჯებული თავების ხელახლა და ობიექტურად გადაწერის თაობაზე, მისი მიმართულება ეხმიანება თსუ-ს, ქართული და მსოფლიო სახელმწიფოთა პოლიტიკურ-სამართლებრივ-ეკონომიკურ-საგანმანათლებლო-კულტურულ-ტექნოლოგიური განვითარების სტრატეგიულ კურსს.
ღონისძიება მიზნად ისახავს, გააცნოს ქართულ და უცხოელ საზოგადოებრიობასკონფერენციის ძირითადი მიმართულებები, თემატიკა, კონფერენციის საკვლევი ობიექტის სხვადასხვა ასპექტები, შედეგები და ამ ფონზე წარმოაჩინოს ქართული სახელმწიფოს მესაძირკვლეების მერაბ კოსტავას და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ცხოვრება-მოღვაწეობა, მათი უდიდესი როლი თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შექმნაში. სწორედ ამ რაკურსიდან მოხდება ღონისძიებაზე თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის გადაფასება და ამ გადასახედიდან თანამედროვე სახელმწიფოს მიმართულებების, მიღწევების შეფასება. გარდა ამისა, ღონისძიების მთავარი ამოცანაა გააცნოს ფართო საზოგადოებრიობას საქართველოს დამოუკიდებლობის, მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას ცხოვრება-მოღვაწეობის ამსახველი ფოტო-გამოფენის მასალები, კულტურულ-საგანმანათლებლო, კულტურული მემკვიდრეობის ბეჭდური მასალები, წარმართოს მსოფლიო კულტურათა და რელიგიათა შორის დიალოგი, მოახდინოს ქართული კულტურის უცხოეთში, უცხოური კულტურის საქართველოში პოპულარიზაცია, ქართული კულტურის მსოფლიო კულტურათა სივრცეში ინტეგრირება.
ღონისძიების ჩატარების მიზნით იქმნება საორგანიზაციო კომიტეტი, საკორდინაციო საბჭო ქართული და უცხო ქვეყნების მხარეების შემადგენლობით. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და უცხო ქვეყნების საზოგადოების წარმომადგენლები - პოლიტიკოსები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, სამართალდამცავები, მეცნიერები, კულტურის მოღვაწეები, სასულიერო პირები, ბიზნესწრეების წარმომადგენლები, სტუდენტები, მოსწავლეები. ღონისძიებაზე დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პატრიარქის ილია მეორეს, საქართველოში არსებული უცხო ქვეყნების საელჩოების და საერთაშორისო ორგანიზაციების მოწვევა.
ღონისძიების -საერთაშორისო კონფერენციის პრეზენტაციის, საქართველოს დამოუკიდებლობის, მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას ცხოვრება-მოღვაწეობის ამსახველი ფოტომასალების გამოფენის, კულტურულ-საგანმანათლებლო ბეჭდური მასალების გამოფენის ჩატარების ადგილია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზი და ფოიე.