2015-11-11
საერთაშორისო სიმპოზიუმი "პალიატიური მზრუნველობის ჯანდაცვითი და საუნივერსიტეტო მდგენელების - სამედიცინო მომსახურების, განათლებისა და კვლევის - ინტეგრაციისათვის"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 14-15 ნოემბერს, გაიმართება საერთაშორისო სიმპოზიუმის "პალიატიური მზრუნველობის ჯანდაცვითი და საუნივერსიტეტო მდგენელების - სამედიცინო მომსახურების, განათლებისა და კვლევის - ინტეგრაციისათვის" სამეცნიერო სესიები და მრგვალი მაგიდები. სიმპოზიუმის მუშაობაში მონაწილეობენ საერთაშორისო ექსპერტები: პროფესორი სტეინ კაასა - პალიატიური მრუნველობის ევროპის ასოციაციის მსოფლიოს სამეცნიერო კონგრესის პრეზიდენტი და პალიატიური მრუნველობის ევროპის კვლევითი ცენტრის დირექტორი, პროფესორი ხავიერ გომეს ბატისტე - პალიატიური მრუნველობის კოლაბორაციული ცენტრის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამის ბარსელონას დირექტორი, პროფესორი ჯულია ვერნე - კლინიკური ეპიდემიოლოგიის დირექტორი (ინგლისი), ასოცირებული პროფესორი დანიელა მოსოიუ - ბრასოვის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი, კატალინ მუსზბეკი - უნგრეთის ჰოსპისის ფონდის სამედიცინო დირექტორი, ანდა იანსონ - პალიატიური მზრუნველობის დეპარტამენტის საბავშო უნივერსიტეტის საავადმყოფოს დირექტორი (ლატვია).
სიმპოზიუმი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პალიატიური მზრუნველობის ჯანდაცვითი და საუნივერსიტეტო მდგენელების - სამედიცინო მომსახურების, განათლებისა და კვლევის - ინტეგრაციის აუცილობლობის სწორად გააზრებას საქართველოში პალიატიური მზრუნველობის სისტემის შემდგომი განვითარებისათვის.
სიმპოზიუმის მოსამზადებელ პერიოდში მისი ორგანიზატორების მიერ შემუშავდა პალიატიურ მზრუნველობაში საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის სამუშაო ვერსია. უცხოელი კოლეგები მოამზადებენ და მოგვაწვდიან თავიანთ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს. სიმპოზიუმის დასრულებისას ხელი მოეწერება მემორანდუმს თსუ მედიცინის ფაკულტეტზე „პალიატიური მზრუნველობის ერთობლივი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის“ დაფუძნების თაობაზე.
სიმპოზიუმზე წარდგენილი იქნება ინფორმაცია ქართველ მედიკოსთა მიერ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში განხორციელებული კვლევებისა და მათი შედეგების პუბლიკაციის თაობაზე; სიმპოზიუმის მრგვალი მაგიდა განიხილავს თსუ-ის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ისეთ საერთაშორისო მულტიცენტრულ კვლევებში ჩართულობის შესაძლებლობებსა და მექანიზმებს, რომელთა შედეგების საფუძველზეც ხდება პალიატიური მზრუნველობის ძირითადი არსის - ტკივილის და სხვა მტანჯველი სიმპტომების მართვის - თანამედროვე სტანდარტების შემუშავება.
თსუ სიმპოზიუმზე დაგეგმილია რეკომენდაცია გაეწიოს მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი სამეცნიერო „peer review” -ზე დაფუძნებული ჟურნალში „ტრანსლაციური და კლინიკური მედიცინა“, „პალიატიური მედიცინის (მზრუნველობის)“ მუდმივმოქმედი რუბრიკის დაარსებას და ჟურნალის სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობაში სიმპოზიუმის მონაწილეთა არჩევა, ასევე მათთან მემორანდუმის გაფორმებას ჟურნალის პროფილური სტატიების რეცენზირებისა და სელექციის საქმეში თანამშრომლობისათვის.
სიმპოზიუმი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო გრანტით.

« იხ. ყველა სიახლე