2015-04-23

VII რეგიონთაშორისი სტუდენტური კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჰუმანიტარული და კულტურულ- საგანმანათლებლო მიმართულების პროექტის - "ურთიერთობათა და კონფლიქტების  დარეგულირებისათვის" ფარგლებში

 2015 წლის  15-16 ივნისს ატარებს  VII რეგიონთაშორის სტუდენტურ კონფერენციას

კონფერენციის მიზანი: სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა   ურთიერთთანამშრომლობა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.
კონფერენცია მრავალპროფილიანია - სხვადასხვა სპეციალობის  სტუდენტებისათვის.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ  ბაკალავრიატის და მაგისტრატურის განყოფილების სტუდენტებს, დოქტორანტებს.

კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური და რუსული.

იმუშავებს შემდეგი სექციები:

1.ჰუმანიტარული მეცნიერებანი  (ფილოლოგია, ფილოსოფია, ხელოვნება, კულტუროლოგია, ისტორია, ევროპეისტიკა, ამერიკისმცოდნეობა);
2.სოციალური მეცნიერებანი (ჟურნალისტიკა, კონფლიქტოლოგია, ფსიქოლოგია);
3.საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი;
4.სამართალმცოდნეობა;
5.ეკონომიკა და სხვა.

მონაწილეობის მსურველებმა საორგანიზაციო კომიტეტის სახელზე 2015 წლის 10 მაისამდე უნდა წარმოადგინონ თეზისები (არაუმეტეს 250 სიტყვისა) ან მასალები (არაუმეტეს    1500 სიტყვისა)  მოხსენებისათვის. მისამართზე:  studentsconference@tsu.ge
კონფერენციის პროგრამა  დაიბეჭდება.

შერჩეული მასალები დაიბეჭდება სტუდენტური სამეცნიერო შრომების კრებულში: მერმისი

განაცხადის ფორმა:
 სასწავლებლის დასახელება და მისამართი
 მომხსენებლის გვარი, სახელი,
 სასწავლო სტატუსი,
 მისამართი, ტელეფონი (მობილური) ელექტრონული ფოსტის მისამართი        
 მოხსენების სათაური
 მეცნიერ-ხელმძღვანელის სახელი, გვარი, სტატუსი,

საორგანიზაციო კომიტეტში შეირჩევა წარმოდგენილი მოხსენებები, კომისის გადაწყვეტილება ავტორებისთვის ცნობილი იქნება  საინფორმაციო წერილით.  
კონფერენციის მასალები და პროგრამა დაიბეჭდება.


თეზისების წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფოსტით studentsconference@tsu.ge ან პირადად (CD–ზე ჩაწერილი)

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ

პროფესორი თამარ პაიჭაძე    599184603          
პროფესორი კახაბერ ლორია    577575455

მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის №1, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი.


 
მასალების გაფორმების წესი:

ტექსტის ენა - ქართული;
რედაქტორის პარამეტრები Word-ი Windows -თვის;
ფურცლის ზომა - A – 4;
მინდორი: ზევით-ქვევით - 2სმ; მარჯვნივ-მარცხნივ – 2,5სმ;
შრიფტი - sylfaen;
შრიფტის ზომა - 12;
სტრიქონებს შორის მანძილი -1,5;


ტექსტის წარმოდგენის ფორმატი:
თემის სახელწოდება: sylfaen, 14.
ავტორი:, (სახელი გვარი), sylfaen 12, bold.
სასწავლო დაწესებულება სასწავლო საფეხური  sylfaen 12.
ხელმძღვანელის  სახელი, გვარი, სამეცნიერო წოდება, მარჯვნივ, იტალიკით, sylfaen 10,
ძირითადი ტექსტი sylfaen, 12.
დამოწმებული და გამოყენებული ლიტერატურა უნდა დალაგდეს ინდექსის მიხედვით, შემდეგი წესით, მაგ:
კეკელიძე 1980; კ. კეკელიძე: ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია თბილისი 1980.
Соловьев 1939; Соловьев, B. "Собр. сочинений", (Т  I) Москва, 1939 г.
hppts:// www.simposiumgeorgia.com/asp_.new.study pg33   
გთხოვთ, დაიცვათ გაფორმების წესი.     
 




 

















                              
                                        

Print

« იხ. ყველა სიახლე