ბეჭდვა |/ დახურვა |
16 მაისს, 14:30-დან 17:00 საათამდე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის 115 აუდიტორიაში თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე: "სადოქტორო სწავლების ევროპული გამოცდილება".
სემინარს გაუძღვება ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის სადოქტორო სწავლების საბჭოს ხელმძღვანელი, ალექანდრე ჰასგალი.
სამუშაო ენა: ინგლისური.
საჯარო ლექციის სამიზნე აუდიტორია: ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებით დაინტერესებული აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელები, თსუ სადოქტორო საბჭოსა და სამეცნიერო სამსახურების წარმომადგენლები, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები და სხვა.
რეგისტრაციისათვის გთხოვთ, მიჰყვეთ ბმულს.