2010-10-04
დადგენილება № 107/2010 სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატის შერჩევის მიზნით კონკურსის გამოცხადების, პრეტენდენტთა რეგისტრაციის დაწყებისა და მათი შერჩევის კრიტერიუმების შესახებ განცხადების ტექსტის დამტკიცების თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის მე–2 ნაწილის, 57–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის ,,ე“ პუნქტის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
აკადემიური საბჭო ადგენს:
- გამოცხადდეს კონკურსი სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატის შერჩევის მიზნით, დაიწყოს პრეტენდენტთა რეგისტრაცია და დამტკიცდეს კონკურსის გამოცხადების, პრეტენდენტთა რეგისტრაციისა და მათი შერჩევის კრიტერიუმების შესახებ განცხადების ტექსტი დანართი №1 შესაბამისად.
- კონკურსის ტექნიკური უზრუნველყოფა აკადემიური საბჭოს მითითებების საფუძველზე დაევალოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2010 წლის 31 აგვისტოს №74/01–01 ბრძანებით შექმნილ საარჩევნო კომისიის შემადგენლობას.
- დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
- დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
- წინამდებარე დადგენილებით დამტკიცებული განცხადების ტექსტი გამოქვეყნდეს გაზეთში – ,,24 საათი“.
- წინამდებარე დადგენილების დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. უზნაძის №52), ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
-
დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
« იხ. ყველა სიახლე