ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხების კვლევის ცენტრი“ აცხადეს კონკურსს საუკეთესო ესეების გამოსავლენად, რომელიც საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პრობლემატიკას ეხება.
საკონკურსო ესეს სახელწოდებაა:
„განათლების ხელმისაწვდომობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის საქართველოში - ძირითადი გამოწვევბი და მათი მოგვარების გზები.“
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ
ბაკალავრიატის სტუდენტებს. ნაშრომის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 600 სიტყვას (შრიფტი Sylfaen, შრიფტის ზომა 12, სტრიქონებს შორის მანძილი - 1,5) (არ უნდა იყოს PDF ფრომატში). ნაშრომის ბოლოს მიუთითეთ: თქვენი სახელი & გვარი, ფაკულტეტი, მიმართულება,/დეპარტამენტი, ტელეფონის ნომერი და ელ. მისამართი.
ნაშრომი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
1. სათაურთან შესაბამისობა და საკითხის გააზრება;
2. პრობლემების გადაწყვეტის ავტორისეული ხედვა;
3. ლოგიკური მსჯელობა;
4. ნაშრომის სტრუქტურა (შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნითი ნაწილი);
5. წერის კულტურა.
ნამუშევრებს შეაფასებს სპეციალური ჟიური, რომელიც დაკომპლექტებულია სფეროში მოღვაწე სპეციალისტებით.
კონკურსის შედეგად შერჩეული იქნება ხუთი საუკეთესო ესე. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ფულადი პრემიით:
I ადგილზე გასული ესეს ავტორი - 200 ევროს ეკვივალენტი ლარში (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით),
II ადგილზე გასული ორი ესეს ავტორები - 150–150 ევროს ეკვივალენტი ლარში (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით),
III ადგილზე გასული ორი ესეს ავტორები - 100–100 ევროს ეკვივალენტი ლარში (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).
ნამუშევრები უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე :
tamar.makharadze@tsu.ge
საგნის ველში მიუთითეთ -„ესეების კონკურსი“. გაგზავნის ბოლო ვადა:
31 მარტი, 2015.
საკონტაქტო პირი: თამარ მახარაძე , ტელ. 599 714305