2017-02-26

რეგისტრაციის დროს ხშირად დასმული შეკითხვები

1.დამავიწყდა სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემაში ( sms.tsu.ge) შესასვლელი პაროლი. როგორ უნდა მოვიქცე?

პაროლის აღსადგენად უნდა მიმართოთ თქვენი ფაკულტეტის დეკანატს.

2. დავწერე განცხადება სწავლის საფასურის გადახდის გადანაწილების შესახებ, მაგრამ მაინც ვერ ვახერხებ რეგისტრაციის გავლას ( არ მეხსნება ბაზა). რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი და როგორ უნდა მოვიქცე?

არასტანდარტულ გადახდაზე ბაზა განცხადების შეყვანის გარეშე არ იხსნება. შესაძლოა, თქვენ მიერ თანხის გადანაწილებასთან დაკავშირებით დაწერილი განცხადების პასუხი ჯერ არ არის ასახული ბაზაში, შესაბამისად, უნდა დაელოდოთ;

3.გადასახადი გადავიხადე მას შემდეგ, რაც დაიწყო აკადემიური რეგისტრაცია.  ბაზა არ მეხსნება. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი და როგორ უნდა მოვიქცე?

თანხა ბაზაში აისახება გადახდიდან მაქსიმუმ 1 საათის შემდეგ.

4. განცხადების დაწერის გარეშე დავფარე მხოლოდ ძველი დავალიანება და მიმდინარე სემესეტრის გადასახადი არ გადამიხდია. როგორ უნდა მოვიქცე, რომ გამეხსნას ბაზა?

პრობლემის მოსაგვარებლად საჭირო იქნება გადაიხადოთ მიმდინარე სემესტრის სწავლის საფასური (ან მისი ნახევარი), ან თუ ამას ვერ ახერხებთ, 1 მარტამდე დაწეროთ განცხადება თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სახელზე თანხის გრაფიკის მიხედვით გადახდის თხოვნით და დაელოდოთ პასუხს.

5. დავწერე განცხადება დამატებითი სემესტრში დარეგისტრირების შესახებ, მაგრამ ვერ ვახერხებ ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლას. როგორ უნდა მოვიქცე?

თქვენ მიერ დაწერილი განცხადების საფუძველზე უნდა მოხდეს ფაკულტეტის მიერ თქვენი აკადემიური დავალიანების (კრედიტების) განსაზღვრა, რასაც გარკვეული დრო სჭირდება. რეგისტრაციის გავლას შეძლებთ თქვენი მონაცემების სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში ასახვისთანავე.

ადმინისტრაციულ რეგისტრაციასთან დაკავშირებით წარმოშობილ პრობლემებთან დაკავშირებით შეგიძლიათ დარეკოთ ტელეფონებზე: 2 25 16 58; 2 22 72 87 ან მიმართოთ სპეციალისტს თსუ პირველი კორპუსის N 019 ოთახში.

Print

« იხ. ყველა სიახლე