„საზოგადოებრივი კვლევის ცენტრი" ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს - ინდუსტრიალიზაცია საქართველოს განვითარებისთვის" რომლის ფარგლებშიც აცხადებს ესსეების კონკურსს თემაზე - "ინდუსტრიალიზაციისა და განვითარების პერსპექტივები საქართველოში".
,,საზოგადოების კვლევის ცენტრი არის არასამთავრობო ორგანიზაცია რომელიც ფუნქციონირებს 1995 წლიდან. ცენტრი ეწევა კვლევით და სამოქალაქო საქმიანობას, მისი მთავარი ფოკუსი საქართველოს დემოკრატიული განვითარების შესწავლა და ამ განვითარების ხელშეწყობაა.
საქართველო დღეისათვის ეკონომიკურად ჩამორჩენილ ქვეყანას წარმოადგენს, რომლის მთავარ გამოწვევებად კვლავინდებურად რჩება ბრძოლა მაღალი უმუშევრობისა და მზარდი სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ. მიუხედავად სახელმწიფოს არაერთი პროექტისა რომელიც ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვისაკენ იყო მიმართული, რეალობა არსებითად არ შეიცვალა.
ამ ვითარების გათვალისწინებით ,,საზოგადოებრივი კვლევის ცენტრმა" “ებერტის ფონდის” მხარდაჭერით გადაწყვიტა განეხორციელებინა პროექტი სახელწოდებით - ინდუსტრიალიზაცია საქართველოს განვითარებისთვის", რომლის მიზანია ქვეყნის რეალური ეკონომიკური მდგომარეობის, მასში ინდუსტრიული განვითარების წილისა და ქვეყნის რე-ინდუსტრიალიზაციის პერსპექტივების ანალიზი.
ინდუსტრიალიზაცია საქართველოს განვითარებისთვის" მრავალ ეტაპიანი პროექტია, რომელიც დასრულდება 2016 წლის თებერვალში და ერთ-ერთ ეტაპად სწორედ ესსეების კონკურსს გულისხმობს. კონკურსის სახელწოდებაა "ინდუსტრიალიზაციისა და განვითარების პერსპექტივები საქართველოში". კონკურსის მიზანია გამოავლინოს საქართველოში ინდუსტრიალიზაციის საკითხით დაინტერესებული პირები და შეარჩიოს საუკეთესო ესსე/პროექტი. კონკურსის დროს მიიღება ნაშრომები როგორც ინდუსტრიალიზაციის მნიშვნელობის პოლიტიკური ანალიზის შესახებ ასევე კონკრეტული ინდუსტრიული პროექტების აღწერილობა.
ესსე თემაზე-ინდუსტრიალიზაციის მნიშვნელობის პოლიტიკური ანალიზი
ნაშრომის სტრუქტურა და წინაპირობები:
-
შესავალი - ინდუსტრიალიზაცია, მისი არსი და მნიშვნელობა;
-
მდგომარეობის აღწერა - ქართული ეკონომიკისა და მასში ინდუსტრიის ადგილი(ისტორიული მიმოხილვა და არსებული მდგომარეობა);
-
უცხოური გამოცდილება - განვითარებადი, ან განვითარების ადრეულ საფეხურზე ძლიერი სახელმწიფოების ნაბიჯები ინდუსტრიალიზაციისკენ;
-
პერსპექტივები- საქართველოში ინდუსტრიის განვითარების საჭიროების ხარისხის განსაზღვრა, მოსალოდნელი შედეგები და რისკები;
-
ეჯამება - საქართველოს ინდუსტრიული განვითარების გეგმის მოკლე აღწერა;
სიტყვების რაოდენობა: 1400 – 2000 სიტყვა
პროექტი თემაზე - კონკრეტული ინდუსტრიული დარგების განვითარება და პერსპექტივები
ესსეს წარმოდგენის სქემა და კრიტერიუმები:
- იდეის არსი - მოკლე აღწერილობა იმისა თუ რაში მდგომარეობს ავტორის მიერ შემოთავაზებული პროექტის არსი. ( უპირატესობა მიენიჭება მსხვილი მასშტაბის წარმოებას; )
- გამოშვებული პროდუქცია-პროექტის არსში წარმოდგენილი საწარმოს მიერ წარმოებული პროდუქციის, საწარმოს სიმძლავრის, პროდუქციის მინიმალური და მაქსიმალური სიმძლავრე;
- წარმოების პროცესი-წარმოების პროცესში გამოყენებადი ტექნოლოგიების აღწერილობა;
-
ფარდობითი უპირატესობა - აღნიშნული საწარმოს საქართველოში ამუშავების უპირატესობა მსოფლიო ანალოგებთან შედარებით;
- მოთხოვნა და ბაზრები - გამოშვებული პროდუქციის ბაზრები, საექსპორტო პოტენციალი, პროდუქციის თვითღირებულება, გასაყიდი ფასი, უცხოური ანალოგების ფასები, კონკურენცია და ა. შ.
-
საწარმოს მუშაობის უზრუნველყოფა - ამ ნაწილში აღწერილი უნდა იყოს საწარმოსთვის აუცილებელი წიაღისეულის, სხვადასხვა დეტალებისა და ადამიანური რესურსებით უზრუნველყოფის საკითხი
-
მოსალოდნელი შედეგები - ამ ნაწილში აღწერილი უნდა იყოს საწარმოს ამუშავებით მოსალოდნელი შედეგები. რამდენი ადამიანი დასაქმდება, რა ფინანსური შედეგი მოჰყვება პროდუქციის რეალიზაციას, რა მნიშვნელობა ექნება ამას ქვეყნისათვის, რა როლის შესრულება შეუძლია ამ იდეის რეალიზაციას სოციალური, ეკონომიკური, ეკოლოგიური, უსაფრთხოების და სხვა ასპექტებში.
-
შემდგომი პერსპექტივები - ამ ნაწილში აღწერილი უნდა იყოს ის მოსალოდნელი პერსპექტივები, რომელიც ამ იდეის რეალიზაციას შემდეგ შეიძლება გამოჩნდეს; შესაძლო ტექნოლოგიური განახლება, სხვა ტიპის წარმოებისა თუ სერვისების განვითარების საჭიროება;
-
ბიუჯეტი და განრიგი - ამ ნაწილში აღწერილი უნდა იყოს წარმოების გამართვისა და საწარმოს ფუნქციონირებისათვის საჭირო დანახარჯები.. იდეის რეალიზაციის მთელი ბიუჯეტი მოცემული უნდა იყოს ერთ რომელიმე ვალუტაში, იმავე ვალუტაში, რაშიც მოცემული იყო პროდუქციის თვითღირებულება და ფასები. ბიუჯეტთან ერთად მოცემული უნდა იყოს მისი ხარჯვის განრიგი.
სიტყვების რაოდენობა: 1400 – 2000 სიტყვა
ესსეების/პროექტების წარმოდგენის
ბოლო ვადაა 25 ივნისი. წარმოდგენილ ნაშრომთაგან შეირჩევა 3 გამარჯვებული. გამარჯვებულ ნაშრომებს გამოავლენს დარგის ექსპერტთაგან დაკომპლექტებული ჯგუფი. კონკურსის შემდგომ მოხდება გამარჯვებულ პროექტთა პრეზენტაცია თბილისის ორ უნივერსიტეტში. კონკურსის გამარჯვებულები მიიღებენ სიმბოლურ ანაზღაურებას (460 ლარი დასაბეგრი) საკუთარი ნაშრომების პრეზენტაციისთვის.
კონკურსით დაინტერესებულმა პირებმა, ნამუშევრები უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელ. მისამართზე:
cssgprojects@gmail.com; დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ზემოთ აღნიშნულ მეილზე ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 579 20 88 29 (საკონტაქტო პირი: ბათუ კოპალიანი).