2015-06-24
საერთაშორისო კონფერენცია "სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა".
25 ივნისს, 10.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება
საერთაშორისო კონფერენცია "სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა".
კონფერენციის ძირითადი თემაა „ სოციალური და სივრცითი მობილობა.“
III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია იწვევს აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, მკვლევრებს, პროფესიონალებსა და დოქტორანტებს მთელი მსოფლიოდან.
საკონფერენციო თემების აბსტრაქტები მიიღება საზოგადოებრივი გეოგრაფიის, პოლიტიკური მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების, სოციოლოგიის, სოციალური მუშაობის, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის, დემოგრაფიის, ეკონომიკის, რეგიონული და ნაციონალური კვლევების, გლობალიზაციის, ანთროპოლოგიისა და სოციალური ფსიქოლოგიის სფეროებიდან.
კონფერენცია ორ დღეს გასტანს.
კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური, რუსული
დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე (ივ. ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია

« იხ. ყველა სიახლე