თსუ-ში არსებული პორტუგალიური ენის ცენტრის ორგანიზებით,
5-6 მაისს, გაიმართება მასტერკლასები თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, რომელსაც გაუძღვებიან დანიელა ტომაჟი [Daniela Tomaz], ფრანსუა დიდიე [Didier François] და ფოლკლორული ანსამბლი “მედ” [Ensemble Med].
მასტერკლასი გათვლილია კონსერვატორიის სტუდენტებისთვის. დაინტერესების შემთხვევაში მასში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტს. დასწრება თავისუფალია.
5 მაისი, 15:00 საათი
“პორტუგალიური პოლიფონიის ფესვები”.
მასტერკლასის მიზანია საერთო იპოვოს პორტუგალიურ და ქართულ პოლიფონიას შორის, მისი როგორც წერილობითი, ასევე ხმოვანი ფორმების მაგალითზე.
6 მაისი, 18:00 საათი
“ადრეული და მსოფლიო მუსიკის სიმბიოზის იმპროვიზაცია.”
მასტერკლასი/შეხვედრა ეთნო ჯაზ დეპარტამენტის სტუდენტებთან, რომლებიც შეასრულებენ იმპროვიზაციას შუასაუკნეების იბერიული მუსიკის წერილობით წყაროებზე. მასალა დამუშავებულია ფოლკლორული ანსამბლის “მედ”-ის მიერ.
ზემოთ ჩამოთვლილი მასტერკლასები არის პორტუგალიური ენის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გამართული კულტურულ ღონისძიებათა ნაწილი
ორგანიზატორები:
- კამოეში - თანამშრომლობისა და ენის ინსტიტუტი, (კამოეშის ინსტიტუტი ), პორტუგალია
- ივანე ჯავახიშვილის სახელობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროექტის მხარდამჭერები:
- ლაგოსის მუსიკის აკადემია, პორტუგალია
- თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია
http://www.conservatoire.edu.ge/