ცხადდება მიღება
თსუ-სა და კიოლნის (გერმანია) უნივერსიტეტის თანამშრომლობის შედეგად განხორციელებულ გერმანულენოვან სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე
"LL.M zu Köln".
წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
- ბაკალავრის დიპლომი სამართლის დარგში (ან ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის / ID ბარათის ასლი;
- 2 ფოტო სურათი 3X4 ფორმატში;
- CV გერმანულ ენაზე;
- გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი, მინიმუმ B2 დონე (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- შევსებული განაცხადის ფორმა გერმანულ ენაზე.
საბუთების მიღება იწარმოებს ამა წლის
27 ივნისიდან 26 აგვისტოს ჩათვლით. დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოთ თსუ II კორპუსის #124 ოთახში, 10:00-დან 18:00 საათამდე.