2011-04-15

ივანე ჯავახიშვილის 135 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

კონფერენციის ჩატარების თარიღი: 3-4 მაისი, 2011 წელი

კონფერენციის ჩატარების ადგილი: თბილისი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონფერენციის თემატიკა:
  • ისტორია;
  • ქართველოლოგია;
  • კავკასიოლოგია;
  • აღმოსავლეთმცოდნეობა;
  • არქეოლოგია;
  • ეთნოლოგია;
  • ხელოვნებათმცოდნეობა;
  • ფილოსოფია.

ინფორმაცია კონფერენციის შესახებ:

სამეცნიერო კონფერენცია ეძღვნება პირველი ქართული უნივერსიტეტის დამაარსებლის, ცნობილი მოღვაწისა და მეცნიერის, ივანე ჯავახიშვილის, 135 წლის იუბილეს. კონფერენციის თემატიკა განსაზღვრულია და მოიცავს იმ სფეროებს, რომელთა შესწავლასა და დამუშავებას მიეძღვნა ივანე ჯავახიშვილის სამეცნიერო მოღვაწეობა.

კონფერენცია ტარდება ივანე ჯავახიშვილისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეგიდით, თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით.

კონფერენციაში მონაწილეობა თავისუფალია. მოხსენებების წარმოდგენა შეუძლია საქართველოს ნებისმიერი უმაღლესი დაწესებულებისა და სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარმომადგენელს. იმუშავებს სარედაქციო საბჭო, რომელიც შეარჩევს წარმოდგენილ ნაშრომებს. თანხმობა ან უარი კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ ავტორებს ეცნობებათ 15 დღის განმავლობაში.

საორგანიზაციო ჯგუფი: გიორგი ღვედაშვილი, თეა წითლანაძე, გიული შაბაშვილი, ლერი თავაძე, აპოლონ თაბუაშვილი, ეკა კვირკველია, მაია მადუაშვილი, ქეთევან მირზიკაშვილი, თეა კალანდია, ლაშა მურადაშვილი.

სარედაქციო საბჭო: თავმჯდომარე: დარეჯან თვალთვაძე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი; წევრები: მარიამ ლორთქიფანიძე, თედო დუნდუა, ანდრო გოგოლაძე, თეიმურაზ პაპასქირი, ვახტანგ ლიჩელი, ქეთევან ხუციშვილი, ზაზა სხირტლაძე, დემურ ჯალაღონია, ნინო შარაშენიძე, კახა გაბუნია, ქეთევან გოჩიტაშვილი.


რეგლამენტი
  • მოხსენება - პრეზენტაცია - 15 წუთი;
  • მსჯელობა - 10 წუთი.


ნაშრომის წარმოდგენის ვადები:
თეზისების (ქართულ და ინგლისურ ენებზე) წარმოდგენის ბოლო ვადა: 25 მარტი, 2011 წელი.
სრული სტატიების (ქართულ და ინგლისურ ენებზე) წარმოდგენის ვადაა 23 მაისი, 2011 წელი.
პასუხი კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ ავტორებს ეცნობებათ არაუგვიანეს 10 აპრილისა, 2011 წელი.


ნაშრომების წარმოდგენის პირობები:
  • საკონფერენციო თეზისები წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე.
  • საკონფერენციო თეზისები არ უნდა აღემატებოდეს 300 სიტყვას, ფონტი - Sylfaen, Times New Roman; შრიფტის ზომა – 12. განსხვავებული ფონტების შემთხვევაში, სასურველია, ფონტის გამოგზავნა.
  • მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია ავტორის შესახებ: ავტორის სახელი, გვარი; დაწესებულება; თანამდებობა; საკონტაქტო ინფორმაცია (იხილეთ აპლიკაცია).
  • საკონფერენციო თეზისები და სრული სტატიები დაიბეჭდება ქართულ და ინგლისურ ენებზე.
  • ვრცელი სტატიების (ქართულ და ინგლისურ ენებზე) წარმოდგენის ბოლო ვადაა 23 მაისი.
  • თეზისებისა და სტატიების ინგლისურ ენაზე თარგმანს უზრუნველყოფენ ავტორები.
  • კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია (იხ. ბმული ფაილი).
  • დაგვიანებით და არასრულყოფილად წარმოდგენილი თეზისები და სტატიები არ მიიღება.

საკონტაქტო პირი: გიული შაბაშვილი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი. ტელ.: 899 72 88 73 begin_of_the_skype_highlighting               899 72 88 73        end_of_the_skype_highlighting begin_of_the_skype_highlighting               899 72 88 73        end_of_the_skype_highlighting; 47 53 89.
ელ. ფოსტა:conference.javakhishvili@tsu.ge
Print

« იხ. ყველა სიახლე