2011-03-04
ლატვიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა აცხადებს კონკურსს საერთაშორისო სტუდენტებისთვის
სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად სახელწოდებით ”სწავლა და გამოცდილების
მიღება ბალტიისპირეთში: ბუნება, კულტურა და მინერალური წყლების საკურორტო ტურიზმი”.
სწავლება განხორციელდება 2011 წლის 31 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით ლატვიის ქალაქ
ვალმიერასა და ესტონეთის ქალაქ პარნუში.
პროგრამის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეობის მქონე კანდიდატებისთვის ხელმისაწვდომია
ლატვიის ვიზების და გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის ორი სტიპენდია, რომელიც
ფარავს: სასწავლო პროცესის ხარჯებს, დაბინავებას, კვებას, პრაქტიკული მეცადინეობებისა
და მგზავრობის ხარჯებს ვალმიერადან პარნუში, სოციალურ და კულტურულ პროგრამებში
მონაწილეობას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
-
შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
-
რეზიუმე (CV);
-
სამოტივაციო წერილი;
-
პროგრამის შესაბამის სფეროებში მინიმუმ ბაკალავრის დიპლომის ასლი ნიშნების ფურცელთან
ერთად. თუ სტუდენტი ჯერ ისევ ბაკალავრიატში სწავლობს, განაცხადის გაგზავნის
მომენტისათვის არსებული აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
-
ერთი სარეკომენდაციო წერილი;
განცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 1 ივნისი.
სასწავლო სტიპენდიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ შემდეგი ვებგვერდი.
« იხ. ყველა სიახლე