2019-10-08

კონკურსი მაგისტრატურის საფეხურის I და II სემესტრის სტუდენტებისთვის ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად

ცხადდება კონკურსი თსუ მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული   ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად 

  სამაგისტრო სტიპენდიების ჩამონათვალი სასწავლო მიმართულებების მიხედვით:

ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი (გერმანია)

სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ეკონომიკა, ბიზნესი, სოციალური და კულტურის მეცნიერებები

სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): იურიდიული, გერმანული ენა, ეკონომიკა, ბიზნესი, სოციალური და კულტურის მეცნიერებები

მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი


შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტი (გერმანია)

სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი/ინგლისურენოვანი): საჯარო ადმინისტრირება

მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი


ათენის ნაციონალური და კაპოდისტრიანის უნივერსიტეტი (საბერძნეთი)

სასწავლო მიმართულებები (ბერძნულენოვანი): ახალი ბერძნული ფილოლოგია, კლასიკური ფილოლოგია, ბიზანტიური ფილოლოგია, ბერძნულ-რომაული ფილოლოგია, ბიზანტიური და ახალბერძნული ფილოლოგია, არქეოლოგია, ისტორია

სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ისტორია, არქეოლოგია

მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

მესინას უნივერსიტეტი (იტალია)

სასწავლო მიმართულებები (იტალიურენოვანი): არქეოლოგია, ანთროპოლოგია, იტალიური ენა და ლიტერატურა, ჰუმანიტარული

მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი


გისენის უნივერსიტეტი (გერმანია)

სასწავლო მიმართულებებ (გერმანულენოვანი): ეკონომიკა, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ბიოლოგია, გამოყენებითი ბიომეცნიერებები, გარემოს მდგრადი განვითარება, გარემოს დაცვა, ეკონომიკა

მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი


ევროპული ბიზნეს სკოლა (პორტუგალია)

სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ტურიზმი და ბიზნესი

მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი


დასავლეთ ტიმისოარას უნივერსიტეტი (რუმინეთი)

სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): იურიდიული, ფილოსოფია, ეკონომიკა, ბიზნესი, მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერება, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაგია, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, ჟურნალისტიკა, პოლიტიკური მეცნიერება, განათლების მეცნიერება, ლიტერატურა, ლინგვისტიკა.

მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი


ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტი (გერმანია)

სასწავლო მიმართულებები ინგლისურენოვანი: ანგლისტიკა, ამერიკისმცოდნეობა, მათემატიკა

სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): გერმანული ენა და ლიტერატურა, კავკასიური და სლავური ენები, არქეოლოგია, განათების მეცნიერება, ისტორია, სოციოლოგია, ფილოსოფია, გეოგრაფია, მათემატიკა, პოლიტიკური მეცნიერებები

მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი


სოფიას უნივერსიტეტი (ბულგარეთი)

სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): გეოგრაფია და გეოლოგია

მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი


ზაარლანდის უნივერსიტეტი (გერმანია)

სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): გერმანული ენა, იურიდიული, ბიზნესი, ეკონომიკა, ბიოლოგია 

მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი


კადირ ჰასის უნივერსიტეტი (თურქეთი)

სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): პოლიტიკური მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, ბიზნესი, ეკონომიკა,

მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი


ჰელსინკის უნივერსიტეტი (ფინეთი)

სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ეკონომიკა, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, იურიდიული

მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

ჰელსინკის უნივერსიტეტის სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ პირველი სემესტრის სტუდენტებს


ლუქსემბურგის უნივერსიტეტი (ლუქსემბურგი)

სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): იურიდიული

მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი.


ტუშას უნივერსიტეტი (იტალია)

სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): პოლიტიკური მეცნიერებები, ბიოლოგია, კვების ტექნოლოგიები

 

მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი


  ესქიშეჰირ ოსმანგაზის უნივერსიტეტი (თურქეთი)
სასწავლო მიმართულება (ინგლისურენოვანი): განათლების მეცნიერება
სასწავლო მიმართულება (თურქულენოვანი): თურქული ენა და ლიტერატურა
მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

  უნივერსიტეტი რენი 1 (საფრანგეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ეკონომიკა (ეკონომიკი საერთაშორისო სკოლის სტუდენტების ჩათვლით)
მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხული სემესტრი 

სასწავლო მიმართულებები: ფრანგული ფილოლოგია, ესპანური ფილოლოგია, იტალიური ფილოლოგია, ინგლისური ფილოლოგია, გერმანული ფილოლოგია
მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): სოციალური მუშაობა
სასწავლო მიმართულებები (გერმანულეონოვანი): ბიზნეს ადმინისტრირება
მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი


სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): საზოგადოებრივი გეოგრაფია, გეოგრაფია, ფიზიკური გეოგრაფია და  გარემოს მდგრადი განვითარება, დემოგრაფია და მოსახლეობის გეოგრაფია
მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
პალაკცის უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული საგნების ჩამონათვალი იხილეთ  დანართში

სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): კომპიუტერული მეცნიერება, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია

კონკურსზე დაშვების წინაპირობა:

ინგლისური, გერმანული, იტალიური ან ბერძნული ენის ცოდნის დამადასტურებელი B2 დონის დოკუმენტი (ინგლისური: მოქმედი TOEFL, IELTS ან უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული CAMBRIDGE-ის სერთიფიკატი; გერმანული: TestDaF, DSH, DSD, Goethe Certificate - აღებული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე;)

ან

თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების დადებითი შედეგი (2019 წლის 13 მარტი, 2019 წლის 1-2 ოქტომბერი მინიმუმ 71 ქულა)


სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)

გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)

საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)


სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

პასპორტის ასლი

CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)

ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)

ნიშნების ამონაწერი (GPA-ის მითითებით, ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)

მოტივაციის წერილი (ინგლისურ, გერმანულ, იტალირ ან ბერძნულ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა; მოტივაციის წერილის 6 ეგზემპლარი ამობეჭდილი სახით უნდა წარმოადგინოთ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ პირველი კორპუსი, ოთახი 121) ა/წ 25 ოქტომბრის 10 საათიდან 13 საათამდე დროის მონაკვეთში)

რეკომენდაცია (რეკომენდაციის წარმოდგენა ხდება სტუდენტის მიერ განაცხადში მითითებული რეკომენდატორის მიერ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განთავსებული კითხვარის შევსების გზით, რომელიც იგზავნება ავტომატურად კონკურსანტის მიერ მითითებულ რეკომენდატორის ელ-ფოსტაზე) 

შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებგვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით)   დანართი 1

ბაკალავრის დიპლომის სკანირებული ვერსია

ბაკალავრის დიპლომის დანართი (GPA-ის მითითებით; ინგლისურ ენაზე)

უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ენის საერთაშორისო სერ იფიკატი)

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა/დოკუმენტი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული; არსებობის შემთხვევაში)

პრიორიტეტების მიხედვით სასურველი უნივერსიტეტების ჩამონათვალი (განაცხადის გაკეთება შესაძლებელია მაქსიმუმ 5 უნივერსიტეტზე!)


დაინტერესებული სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში -  mobility.tsu.ge 

ატვირთონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) და გადმოგზავნონ განაცხადი ა/წ 24 ოქტომბრის 15 საათამდე!


სტიპენდია მოიცავს:

 უფასო სწავლა, ყოველთვიური სტიპენდია, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება

ერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები.

დამატებითი ინფორმაცია: 

 გასაუბრებები იგეგმება ა/წ 30-31 ოქტომბერს;

 გასაუბრებების განრიგი განთავსდება თსუ მთავარი გვერდის სიახლეების ბმულზე ა/წ 28 ოქტომბრის დღის ბოლოს;

 გასაუბრების პერიოდში, საქართველოში არ ყოფნის შემთხვევაში, ინტერვიუს სკაიპით დაგეგმვის მსურველებმა უნდა მოგვწერონ ა/წ 24 ოქტომბრის 18 საათამდე outgoingmobility@tsu.ge-ზე და მიუთითონ სკაიპით საკონტაქტო დეტალები; 

 შესაძლოა, შეიცვალოს უნივერსიტეტების ჩამონათვალი, შესაბამისად, პერიოდულად შეამოწმეთ აღნიშნული განცხადება თსუ ვებ-გვერდზე!

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!

 დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ.ფოსტის საშუალებით : outgoingmobility@tsu.ge;





Print

« იხ. ყველა სიახლე