2011-02-23

ელექტრონული სწავლების შიდასაუნივერსიტეტო კონფერენცია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ელექტრონული სწავლების პროგრამის ფარგლებში ცხადდება განაცხადების მიღება ელექტრონული სწავლების შიდასაუნივერსიტეტო კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებისათვის. კონფერენციის მიზანია ელექტრონული სწავლების დანერგვის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის პედაგოგიური საქმიანობის საუკეთესო გამოცდილების გაზიარება, ახალი ელექტრონული სასწავლო კურსების პრეზენტაცია.

საპრეზენტაციოდ წარმოდგენილი შეიძლება იყოს ელექტრონული კურსი (პრეზენტაცია), კვლევა ელექტრონული სწავლების პრაქტიკისა და ელექტრონული კურსების აგებისა და სწავლების მეთოდოლოგიების შესახებ ან მოხსენება ელექტრონული სწავლების პედაგოგიური პრაქტიკის შესახებ.
კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები და პრეზენტაციები გამოქვეყნდება ინტერნეტში.

საკონფერენციო თემები:

  • ინოვაცია სწავლებაში
  • ელექტრონული სწავლება
  • ელექტრონული კურსები
  • სწავლების მეთოდოლოგია
  • სწავლების თანამედროვე მეთოდები

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ ელექტრონული სწავლებითა და პედაგოგიური ინოვაციებით დაინტერესებულ პირებს.

კონფერენციის ვადები:
სააპლიკაციო განაცხადისა და თეზისების მიღება*
16 -25 თებერვალი
მონაწილეებისთვის შეტყობინებების გაგზავნა
28 თებერვალი
საპრეზენტაციო მასალის მიღება** (მოხსენება, სადემონსტრაციო მასალა, საპრეზენტაციო ფაილები)
28 თებერვალი - 6 მარტი
კონფერენცია
11 მარტი


*კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსოთ ელექტრონული განაცხადი.

**მას შემდეგ რაც მიიღებთ შეტყობინებას თქვენი თეზისების მიღების შესახებ, კონფერენციაში მონაწილეობის დასტურად უნდა გამოაგზავნოთ შესაბამისი საპრეზენტაციო ფაილი ან/და მოხსენება შემდეგ მისამართზე: maka.eradze@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე