ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-09-30

კვლევის მეთოდების მოდულის კურსი თსუ დოქტორანტებისთვის

2015-2016 წლის შემდგომის სემესტრში, თსუ ინტერდისციპლინური პროგრამებისა და კვლევების განვითარების ცენტრში ჩატარდება კვლევის მეთოდების მოდულის კურსი, რომელიც შეუძლიათ აიღონ თსუ-ს  სადოქტორო პროგრამების სტუდენტებმა.   

სტუდენტების სარეგისტრაციო განაცხადის მიღების ბოლო ვადაა  - 02.10.2015

რეგისტრაციისთვის დოქტორანტებმა ელ.ფოსტით უნდა გამოაგზავნონ შევსებული სარეგისტრაციო ფორმა და ქვევით მითითებული დოკუმენტები შემდეგ მისამართზე interdisciplinary@tsu.ge (გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული დოკუმენტაციის მიღების საფუძველზე, სტუდენტების რეგისტრაციის პროცესს თსუ ინტერდისციპლინური ცენტრი თავად უზრუნველყოფს)

•სარეგისტრაციო ფორმის შევსებული და ხელმოწერილი ელ-დოკუმენტი;
•შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატიდან დოქტორანტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობის დასკანერებული ვერსია;
•პირადობის მოწმობის დასკანირებული ვერსია.
 
შემოდგომის სემესტრში ჩატარდება კვლევის მეთოდების მოდულის შემდეგი სასწავლო კურსი:
1.სოციალური კვლევის მეთოდები (5 ECTS, 30 საკონტაქტო საათი), ლექტორი - ხათუნა მარწყვიშვილი. ლექციები ჩატარდება ოთხშაბათს 19.00-21.00 საათზე თსუ პირველი კორპუსში.

კურსის თემატიკა მოიცავს შემდეგს:
•სოციალური კვლევის არსი, მისი დანიშნულება და მნიშვნელობა,  როლი სოც. მეცნიერებებში.
•სოციალური კვლევის ფუნდამენტური ცნებები; ცნების ოპერაციონალიზაცია; გაზომვის სკალები
•კვლევის ძირითადი ტიპები;
•კვლევის დიზაინი;
•კვლევითი პროექტის დაგეგმვა და კვლევითი კითხვის ფორმულირება
•შერჩევა და მისი მნიშვნელობა ემპირიულ სოციალურ კვლევებში.; შერჩევის მოცულობა; რაოდენობრივი და თვისებრივი შერჩევის ტიპები.
•ექსპერიმენტი; ექსპერიმენტული კვლევის არსი; ექსპერიმენტული დიზაინი; კვაზიექსპერიმენტული და ექსპერიმენტული დიზაინი
•არაექსპერიმენტული კვლევა; კორელაციური კვლევა; კორელაცია და რეგრესია და მულტივარიაციული ანალიზი - ძირითადი პრინციპები
•გამოკითხვის მეთოდი და მისი სახეები - ანკეტირება/ინტერვიუ.
•კითხვარის შედგენის ძირითადი პრინციპები. კითხვების ტიპები და სახეები.
•თვისებრივი და რაოდენობრივი საზომები
•კითხვარი, სკალა, ინდექსი, ტესტი.
•სანდოობა, ვალიდობა, ნორმირება, სტანდარტიზაცია
•რაოდენონრივი მონაცემების ანალიზი
•კონტენტ ანალიზი;
•თემატური ანალიზი
•დაკვირვება; სტრუქტრული დაკვირვება
•ეთნოგრაფიული კვლევა და მონაწილის დაკვირვება
•ინტერვიუ თვისებრივ კვლევაში, სტრუქუტურული ინტერვიუ, თვისებრივ ინტერვიუსა და სტრუქტურულ ინტევიუს შორის განსხვავება, შერჩევის საკითხი.
•ფოკუს ჯგუფი, დაგეგმვა, ჩატარება, დადებითი და უარყოფითი მხარეები
•თვისებრივი მომაცემების ანალიზი
•კვლევის შერეული მეთოდები: თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის კომბინირება; მიდგომები და არგუმენტები კომბინირებული კვლევის წინააღმდეგ


Print

« იხ. ყველა სიახლე