2017-02-26
სტუდენტთა საყურადღებოდ!
2016–2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად დადგენილ ვადებში უნდა გაიაროთ ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია.
ადმინისტრაციული რეგისტარაცია:
1 თებერვალი -6 მარტი (ბაკალავრიატი/ მაგისტრატურა/დოქტორანტურა)
•ადმინისტრაციული რეგისტრაციის გასავლელად საჭიროა დადგენილ ვადებში გადაიხადოთ სწავლის სემესტრული საფასური.
•თანხის გადახდა შესაძლებელია ბანკ ,,რესპუბლიკის”, ,,TBC ბანკის“ და ,,ლიბერთი ბანკის” ნებისმიერ ფილიალში ან გადახდის აპარატების (Paybox) მეშვეობით.
•ადმინისტრაციული რეგისტრაცია გავლილად ჩაგეთვლებათ, თუ არ გაქვთ წინა სემესტრების ფინანსური დავალიანება და რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში გადაიხდით მიმდინარე სემესტრის სწავლის საფასურის მინიმუმ ნახევარს (დარჩენილი თანხა უნდა დაიფაროს გაზაფხულის სემესტრის დასკვნითი გამოცდების დაწყებამდე, ანუ 19 ივნისამდე).
•ადმინისტრაციული რეგისტრაციის პროცესში წამორმოქმნილი პრობლემების შესახებ შეგიძლიათ მიმართოთ საფინანსო დეპარტამენტის სპეციალისტს (თსუ პირველი კორპუსი, ოთახი N 019) ან თსუ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტს (თსუ პირველი კორპუსი, ოთახი N 111) .
აკადემიური რეგისტრაცია:
01- 06 მარტი (ბაკალავრიატი)
02 - 06 მარტი (მაგისტრატურა/დოქტორანტურა)
•ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის (სწავლის საფასურის გადახდის) შემდეგ აკადემიური რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით (ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის sms.tsu.ge, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის - lms.tsu.ge) შეგიძლიათ გაიაროთ აკადემიური რეგისტრაცია - აირჩიოთ საგნები.
•აკადემიური რეგისტრაციის გავლამდე სასურველია საგნების არჩევასთან დაკავშირებით კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ფაკულტეტზე (პროგრამის ხელმძღვანელთან/ტუტორებთან ან სტუდენტთა მომსახურების ცენტრში/სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში).
•გაითვალისწინეთ, რომ აკადემიური რეგისტრაცია სხვადასხვა ფაკულტეტზე სხვადასხვა დროს იწყება.
•აკადემიური რეგისტრაციის პროცესში წარმოქმნილი პრობლემების შესახებ შეგიძლიათ ელექტრონულად შეატყობინოთ ფაკულტეტზე რეგისტრაციაზე პასუხისმგებელ პირს sms.tsu.ge/lms.tsu.ge (წერილი დეკანატს), ან მიმართოთ სტუდენტთა მომსახურების ცენტრს, რომელიც ყველა ფაკულტეტზე ფუნქციონირებს.
შეგახსენებთ, რომ ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში შეგიჩერდებათ სტუდენტის სტატუსი.
გისურვებთ წარამატებებს!

« იხ. ყველა სიახლე