ივანე ჯავახიშვილის სახლობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტების შემუშავება დასკვნით ეტაპზეა. მასში ფაკულტეტები აქტიურად არიან ჩართულები. კერძოდ, იურიდიული ფაკულტეტის საბჭომ 8 დეკემბერს განიხილა ფაკულტეტის ხარჯების პროექტი, რომელიც უნივერსიტეტის ბიუჯეტში უნდა აისახოს. ხოლო 12-13 დეკემბერს აღნიშნული საკითხი განიხილება ეკონომიკისა და ბიზნესის, მედიცინის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტების საბჭოებზე.