ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-10-05

კონკურსი "სტუდენტები თვითმმართველობისათვის"

ორგანიზაცია "მოქალაქე" კონკურსის "სტუდენტები თვითმმართველობისათვის" ახალ რაუნდს იწყებს. პროექტს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განახორციელებს. კონკურსისათვის რეგისტრაციის პროცესი 28 სექტემბერს დაიწყო და 10 ნოემბერს დასრულდება.

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად და მასში ჩართვა 4-6 წევრისაგან შემდგარ სტუდენტურ გუნდებს შეუძლიათ.

კონკურსის პირველი, შესარჩევი ეტაპი, რეგისტრაციის გავლასთან ერთად, სიმულაციური დავალების შესრულებას გულისხმობს. გუნდების შექმნის, რეგისტრაციის გავლისა და დავალების შესრულებისათვის სტუდენტებს დრო 10 ნოემბრის ჩათვლით ექნებათ.

რეგისტრაციისა და დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდებს: www.mokalake.ge;www.naec.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე