2015-05-01

ოსური ზეპირმეტყველების შემსწავლელთა საყურადღებოდ!

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევით ცენტრში 2015 წლის  1 მაისიდან 20 მაისამდე იწყება მსურველთა რეგისტრაცია ოსური ზეპირმეტყველების გაკვეთილებზე.

რეგისტრაციისთვის აუცილებელი მონაცემები: სახელი, გვარი, საქმიანობა (სწავლობს, მუშაობს), ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა გთხოვთ გამოაგზავნოთ მისამართზე bepiava.naira@gmail.com ან მიმართეთ შემდეგ მისამართზე: თბილისი,  ქეთევან წამებულის ქ.N55(თსუ მე-7 კორპუსი), ოთახი 115.  ქართულ-ოსური ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.

მეცადინეობა დაიწყება 20  მაისიდან.

კურსს გაუძღვებიან ცენტრის თანამშრომლები: ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი ნაირა ბეპიევი  და უფროსი სპეციალისტი რაზიათ ქუმარიტოვი.

საკონტაქტო პირი: ნაირა ბეპიევი
მობ.: 577777952;  577258868

Print

« იხ. ყველა სიახლე