ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-06-10

სამეცნიერო კონფერენცია - XIX-XX საუკუნეების ქართული არქიტექტურა და თანამედროვე გამოწვევები

16 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხელოვნების ისტორიის და თეორიის  ინსტიტუტი ატარებს სვიმონ კლდიაშვილის დაბადებიდან 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით რესპუბლიკურ კონფერენციას - ,,XIX-XX საუკუნეების ქართული არქიტექტურა და თანამედროვე გამოწვევები“.

კონფერენციაზე, რომელიც პროფესიული განათლების მქონე პირველი ქართველი არქიტექტორის, თბილისის უნივერსიტეტის შენობის პროექტის ავტორის ხსოვნას ეძღვნება, წარმოდგენილი იქნება კვლევები XIX-XX საუკუნის ქართულ არქიტექტურაში მიმდინარე პროცესების, ეპოქის აქტუალური ტენდენციების, სტილების ურთიერთმიმართების, თანამედროვეობის მწვავე პრობლემების შესახებ. სხვა თემებთან ერთად, ასევე პრიორიტეტულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, ურბანულ სივრცეში ძველისა და ახლის თანაარსებობის საკითხები, შენობის და ურბანული ქსოვილის განვითარების ახალი კონცეფციები.

კონფერენცია ჩატარდება 2015 წლის 16 ოქტომბერს, პარასკევს, თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში.

რეგლამენტი: მოხსენებისთვის - 20 წუთი; მოხსენების შემდგომი მსჯელობისთვის -16 წუთი.

გთხოვთ, თეზისები (სიმბოლოთა რაოდენობა - არაუმეტეს  4 000 -ისა) და მოკლე ინფორმაცია თქვენ შესახებ (სამუშაო ადგილი, აკადემიური ხარისხი, ტელეფონის ნომერი) გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე: arthistory@tsu.ge

განაცხადისა და თეზისების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 24 ივლისი.
კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენება არ უნდა იყოს გამოქვეყნებული  (გამოსაქვეყნებლად გადაცემული) ან სხვა კონფერენციაზე წაკითხული (წასაკითხად წარდგენილი).

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილება მოხსენების პროგრამაში ჩართვის შესახებ ავტორებს ეცნობებათ არაუგვიანეს 2015 წლის 11 სექტემბრისა.

სვიმონ კლდიაშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი:

Print

« იხ. ყველა სიახლე