ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-06-05

პორტუგალიური ენის კვირეული

თსუ-კამოეშის პორტუგალიური ენის და კულტურის ცენტრი და ბრაზილიის საელჩო საქართველოში,  10 ივნისიდან 14 ივნისის ჩათვლით, აღნიშნავს პორტუგალიური ენის კვირეულს, რომლის ფარგლებში გაიმართება კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები.
პორტუგალიური ენის კვირეულის მთავარი ღონისძიება გაიმართება 10 ივნისს, თსუ სააქტო დარბაზში, 19:00 საათზე.

პორტუგალიური და ბრაზილიური ფილმების ჩვენება გაიმართება 11 ივნისიდან 14 ივნისის ჩათვლით, 19:00 საათზე, თსუ-ს I კორპუსი, ოთახი 101.

იხილოთ პორტუგალიური ენის კვირეულის პროგრამა.

•„ჟოზე სარამაგუ“ - 20 წლის ნობელის პრემიის აღსანიშნავი გამოფენა.
•ლონდა ჟღენტი - პორტუგალიურ და ბრაზილიური სიმღერები.
•„ქეთევან დედოფლის წამების აღმწერელი  XVIII საუკუნის აზულეჟუს პანო. გრასას მონასტერი, ლისაბონი.“ მარიეტა ჩიხლაძე
•„ჟოზე და პილარი“ - დოკუმენტალური ფილმი ჟოზე სარამაგუს შესახებ.
•პორტუგალიური და ბრაზილიური ფილმების ჩვენება.
Print

« იხ. ყველა სიახლე