თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბონისა და ზიგენის უნივერსიტეტები, ასევე ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომლებიც თეორიული და ნაწილაკების ექსპერიმენტულ ფიზიკის რეგიონულ სადოქტორო პროგრამაში არიან გაერთიანებულნი ("ფოლკსვაგენის" საქველმოქმედო ფონდის (#Az 93 562) და რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის (ხელშეკრულება #04/48) ერთობლივი გრანტი), 23-28 სექტემბერს თბილისში ჩაატარებენ VII ყოველწლიურ საერთაშორისო სკოლასა და კონფერენციას: „კვანტური ქრომოდინამიკის (QCD) თანამედროვე მიღწევები“. წლევანდელი ღონისძიება ტარდება „მეცნიერებისა და ინიოვაციების 2019 წლის თბილისის ფესტივალის ეგიდით“.
23-25 სექტემბერს თსუ-ში საშემოდგომო სკოლის ფარგლებში (გახსნის ცერემონია შედგება 09:00 თსუ პირველი კორპუსის 101 ოთახში) რეგიონის (ძირითადად საქართველო, სომხეთი, თურქეთი და ირანი) დოქტორანტებს და მაგისტრებს ლექციებს წაუკითხავენ ამ დარგის მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები. 26-28 სექტემბერს გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია (გახსნის ცერემონია შედგება 12:00 თსუ პირველი კორპუსის 107 ოთახში). კონფერენციის მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობა არის 50, ხოლო საშემოდგომო სკოლის - 25 (მათ შორის 10 ქართველი სტუდენტია).
კონფერენციის ძირითადი თემატიკა იქნება:
•
QCD ეგზოტიკა: XYZ მდგომარეობები, პენტაკვარკი,
•
QCD მესერზე და ეფექტური ველის თეორიები,
•
QCD წვლილი სტანდარტული მოდელის მიღმა (BSM) ფიზიკაში,
•
QCD აქსიონები.
დაწვრილებითი ინფორმაცია ღონისძიების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: