2013-03-25
ბრძანება №:36/010-01
ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ სასწავლო კორპუსში 306-ე აუდიტორიისათვის ცნობილი ქართველი ენათმეცნიერის, აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას სახელის მინიჭების თაობაზეE
ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ სასწავლო კორპუსში 306-ე აუდიტორიისათვის ცნობილი ქართველი ენათმეცნიერის, აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას სახელის მინიჭების თაობაზეE
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის ,,ა” და ,,ს” ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის, ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელის პროფესორ ცირა ბარამიძის 2012 წლის 30 ოქტომბრის №28102/02 კორესპონდენციის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ სასწავლო კორპუსში 306-ე აუდიტორიას მიენიჭოს ცნობილი ქართველი ენათმეცნიერის, აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას სახელი.
2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება