2014-06-26
ბრძანება №:98/01-01
"სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 2014 წლის 5 ივნისის №80/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის თეიმურაზ ბერიძის 2014 წლის 16 ივნისის №18578/02 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შევიდეს ცვლილება "სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასისტენტ- პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 2014 წლის 5 ივნისის №80/01-01 ბრძანებაში და ბრძანების მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"6. საკონკურსო დოკუმენტები 2014 წლის 7 ივლისიდან 2014 წლის 17 ივლისის
ჩათვლით, 1000 დან 1800 საათამდე, მიიღება თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, მისამართზე: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №13, უნივერსიტეტის XI კორპუსი, ეკონომიკისა
და ბიზნესის ფაკულტეტის კანცელარია, ოთახი №428, ხოლო 2014 წლის 18 ივლისიდან 2014 წლის 25 ივლისის ჩათვლით, 1000 დან 1800 საათამდე _
თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის
მიმღებ აპარატში, მისამართზე: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, თსუ X
კორპუსი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის კანცელარია, ოთახი №310."
2. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს
საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4.
დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
5.
ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა