2016-12-26
ბრძანება №:1137/02-04
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2016 წლის პირველი ოქტომბრიდან – 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს’’ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის დანიშვნის შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2016 წლის პირველი ოქტომბრიდან – 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს’’ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის დანიშვნის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’,,ო’’და ,,პ’’ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 07 დეკემბრის №912, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გ. შარვაშიძის 2016 წლის 09 დეკემბრის №224/01-01 ბრძანებების, ფსიქლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, თ.გაგოშიძის 2016 წლის 20 დეკემბრის №45427/02 წერილის და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის დალი კანდელაკის 2016 წლის 23 დეკემბრის №45939/02 დასკვნის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დაენიშნოთ სტიპენდია, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2016 წლის პირველი ოქტომბრიდან – 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით), სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” პროგრამის ფარგლებში თითოეულს თვეში 150 ლარი დანართი №1 – ის მიხედვით;
2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს, გასცეს თვეში 5250 ლარი, უნივერსიტეტის 2016 წლის ბიუჯეტით, ,,სახელმწიფო სტიპენდია სტუდენტებს” პროგრამის ფარგლებში, სხვა ხარჯების მუხლში გათვალისწინებული სახაზინო თანხებიდან;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის;
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნ. ოვსიანიკოვა