ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გულნაზი გალდავას ბრძანება ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადებისა და კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე (ბრძანება N31/02–01)
01.05. 2007 წ.
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადებისა და კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე, 34-ე მუხლების და 89-ე მუხლის მე-11 პუნქტის, რექტორის 2007 წლის 20 აპრილის # 33/01-01 ბრძანების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. დამტკიცდეს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩასატარებელი კონკურსის წესი (დანართი 1).
2. ბრძანება აღსრულდეს დაუყონებლივ.
3. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში `თბილისის უნივერსიტეტი~ და განთავსდეს
თსუ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე.
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის
შემსრულებლის წარდგინება.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი გ. გალდავა
დანართი # 1
დამტკიცებულია ივ. ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
2007 წლის " 01. 05 "
# 31/02-01 ბრძანებით
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად
კონკურსის წესი
1. აკადემიური თანამდებობის დაკავება მოხდეს ღია კონკურსის საფუძველზე,
რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საჯაროობის, გამჭვირვალობის, თანასწორობისა
და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.
2. კონკურსი გამოცხადდეს საბაზისო სწავლების, სპეციალიზაციისა და
სამაგისტრო პროგრამებით გათვალისწინებული საგნების წაკითხვაზე. კონკურსში
მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს: ავტობიოგრაფიული
მონაცემები, შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის
ასლი, ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც, კანდიდატის აზრით, საუკეთესოდ
წარმოაჩენს მის კვლევის უნარს და 2 სილაბუსი. სილაბუსებში მითითებულ უნდა
იქნეს:
- საგნის სახელწოდება;
- სწავლების მიზანი;
- კურსის მოცულობა;
- მეთოდი;
- კრედიტების მინიჭების პირობა;
- ძირითადი და დამხმარე ლიტერატურა;
- საგნის გეგმა თითოეულ ლექციაზე წასაკითხი მასალების მითითებით.
3.
კონკურსი ცხადდება ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის
მიმართულების ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობების
დასაკავებლად 1 საშტატო ერთეულზე.
4. საკონკურსო კომისია ფაკულტეტის
დეკანის მოვალეობის შემსრულებელს წარმოუდგენს რეკომენდაციას აკადემიურ
თანამდებობასთან კონკურსანტის შესაბამისობის თაობაზე. რეკომენდაციების
შემუშავებისას საკონკურსო კომისია გაითვალისწინებს:
- აკადემიურ ხარისხს;
- პედაგოგიური მოღვაწეობის გამოცდილებას;
- ბოლო ათი წლის განმავლობაში გამოქვეყნებულ სამეცნიერო შრომებს, მონოგრაფიებს, სახელმძღვანელოებს, ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიებს;
- სამეცნიერო საბჭოს წევრობას;
- სამეცნიერო ჟურნალების რედკოლეგიის წევრობას;
- სამეცნიერო, სამაგისტრო ნაშრომების ხელმძღვანელობას, კონსულტანტობას, ოპონირებას;
- წიგნის (კრებულის) რედაქტორობას;
- სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობას.
ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური
თანამდებობის დაკავების შემთხვევაში კანდიდატმა უნდა განაცხადოს
წერილობითი თანხმობა, რომ უნივერსიტეტის სააკრედიტაციო განაცხადში ის
იქნება დაფიქსირებული, როგორც ამ უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
კონკურსი ცხადდება 2007 წლის 25 აპრილიდან. დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2007 წლის 25 მაისი.
საბუთების მიღება იწარმოებს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის კანცელარიაში უნივერსიტეტის ქ. #2, ტ. 30 00 32.